ზიგოტა
ზიგოტა — სპერმატოზოიდის მეშვეობით განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ზიგოტა სხვა უჯრედების მსგავსად განიცდის დანაწევრებას, ანუ გაყოფას, რის გამოც წარმოქმნის შრეებს: ენდოდერმას, ეგზოდერმას და მეზოდერმას. ზიგოტა ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების საწყისი სტადიაა. განვითარებას იწყებს განაყოფიერების დამთავრებისთანავე ან მკვრივი გარსით იფარება და სვენებად სპორად გარდაიქმნება.

ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 519.