ზურაბ შანშოვანი
ზურაბ შანშოვანი — ქართველი გრამატიკოსი, ქართულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაცხოვრობდა XVIII საუკუნის I ნახევარში. იყო კათოლიკე, ამიტომ მოიხსენიებდნენ სომხად.
1737 წელს მოსკოვში ვახტანგ VI-ის დაკვეთით დაწერა „მოკლე ღრამატიკა ქართულისა ენისა“. მისი ნაშრომი იყო ფილოლოგიური ხასიათისა, რომელსაც ეტყობოდა უცხოური ენების გრამატიკის გავლენა. მან შენიშნა ქართული ენის ზოგიერთი თავისუბურება, მაგალითად ზმნის ცვლა სუბიექტისა და ობიექტის პირის მიხედვით. შეუმჩნეველი დარჩა ზოგიერთი არსებითი ხასიათის მოვლენა, მაგალითად მოთხრობითი ბრუნვა. შანშოვანის მიერ გამოყენებული ტერმინები „ზმნა“, „სახელი“, „მყოფადი“ დღესაც იხმაარება. მას ასევე ეკუთვნის რამდენიმე ფილოსოფიური თხზულების თარგმანი.
სომხურიდან ქართულად თარგმნა „ქართული გრამატიკა“, რომელიც 1881 წელს გამოსცა ალ. ცაგარელმა სანქტ-პეტერბურგში. ასევე სომხურიდან ქართულად თარგმნა „შეყვანილება“ და „პერი არმენია“
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 684.
- ჩიქობავა, ა., „იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია“, თბილისი, 1965
- ჭიჭინაძე ზ, ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე, ტფილისი: არ. ქუთათელაძის სტამბა, 1905. — გვ. 12.