თარგი:დღის სტატია:08-18

რიგა (ლატვ. Rīga) — ლატვიის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე დაუგავას ბალტიის ზღვის შესართავთან, კოორდ. 56°58′N 24°8′E. რიგა ბალტიის ქვეყნების უდიდესი ქალაქია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, საგანმანათლებლო, საფინანსო, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია ბალტიის რეგიონში.
რიგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვირეობის ძეგლთა სიაში შეტანილი. ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ინტენსიური არტ-ნუვო (გერმ. Jugendstil) არქიტექტურით და მას ამ მხრივ მხოლოდ ვენა, პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებიან.