თარის უდაბნო
(გადამისამართდა გვერდიდან თარი (უდაბნო))
თარის უდაბნო (ჰინ. थार मरुस्थल) აგრეთვე ცნობილი როგორც ინდოეთის დიდი უდაბნო, უდაბნო და ნახევარუდაბნო ვაკე ინდოეთსა და პაკისტანში, მდინარე ინდის მარცხენანაპირეთში. გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 850 კმ-ზე. ფართობი დაახლოებით 300 000 კმ². სიმაღლე 100-200 მ. ზედაპირი უმთავრესად აგებულია მდინარეული, ზღვიური და ეოლური ქვიშებით, ზოგიერთ მონაკვეთზე კლდოვანი ქანები შიშვლდება. რელიეფში ჭარბობს მცენარეულობით დაფარული ქვიშის სერები, დიუნები და ბარხანები. ჰავა ტროპიკულია. ნალექები 90-1200 მმ. წელიწადში. ხშირია მტვრის ქარბუქი. სერებს შორის ჩადაბლებებში მცირე ტბები, მლაშობები და თაყირებია. მცენარეულობა მეჩხერია, იზრდება ფსამოფილური ბუჩქნარი, გვხვდება ხეები. ოაზისებში და ინდის ხეობაში განვითარებულია სარწყავი მიწათმოქმედება.



ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 589.