თბილისის დრო
თბილისის დრო — დეკრეტული დრო მესამე სასაათო სარტყელისა, რომელშიც მოქცეულია საქართველოს ტერიტორია და, კერძოდ, ქ. თბილისი. 4 სთ უსწრებს მსოფლიო დროს. ძირითადად თბილისის დროით ხდება რესპუბლიკის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების რეგულირება.
საქართველოში დეკრეტული დრო, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში შემოღებულ იქნა 1930 წელს. ტერმინი „თბილისის დრო“ იყო საქართველოს სსრ-ს დროის სახენაცვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 606.