იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი
იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი (ნიდერლ. Jacobus Henricus van 't Hoff; დ. 30 აგვისტო, 1852, როტერდამი — გ. 1 მარტი, 1911, ბერლინი) — ჰოლანდიელი ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიისა და სტერეოქმიის ფუძემდებელი. 1871 წელს დაამთავრა დელფტის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ამსტერდამისა (1878-იდან) და ბერლინის (1896-იდან) უნივერსიტეტების პროფესორი და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1895). 1874-1875 წლებში ვანტ-ჰოფმა პირველმა ჩამოაყალიბა ორგანულ ნაერთთა მოლეკულებში ატომთა სივრცითი განლაგების თეორიის, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე სტერეოქიმიას. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმიურ კინეტიკასა და თერმოდინამიკაში. მან დაადგინა მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციის გავლენა რეაქციის სიჩქარეზე. ვანტ-ჰოფმა მოგვცა ქიმიური თერმოდინამიკის ორი ძირითადი განტოლება. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის შესანიშნავი შრომები განზავებულ ხსნართა თეორიაში, ოსმოსური წნევის საკითხებზე. მან შემოიღო ახალი ცნება - მყარი ხსნარები. ვანტ-ჰოფის შრომებმა დიდი როლი ითამაშა ქიმიის განვითარებაში. ნობელიის პრემია (1901).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 295.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი“ ვიკისაწყობში.
- იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი — ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Ramberg P. J. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Biografisch Portaal — 2009.
- ↑ 5.0 5.1 KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 10.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ Вант-Гофф Якоб Хендрик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Album Academicum — 2007.
- ↑ https://www.berlin.de/senuvk/umwelt/stadtgruen/friedhoefe_begraebnisstaetten/downloads/eg-liste.pdf
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.uu.nl/onderzoek/prijzen-en-onderscheidingen/nobelprijswinnaars/jacobus-henricus-van-t-hoff
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1901 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Jacobus Henricus van 't Hoff
- ↑ Award winners : Davy Medal
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 173.