იუკატანის სრუტე
იუკატანის სრუტე — სრუტე მექსიკასა და კუბას შორის. ერთმანეთთან აერთებს მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვას. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულსა და კუბის დასავლეთ ნაწილს შორის.

სრუტის მაქსიმალური სიგანე 217 კმ–ია,[1] ხოლო მაქსიმალური სიღრმე 2 779 მეტრი.[2]