იუნა კიმ
![]() |
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმ, ხოლო სახელი — იუნა. |
იუნა კიმ (კორ.: 김연아; დ. 5 სექტემბერი, 1990) აღმოსავლური სახელისა და გვარის მიმდევრობით კიმ იუ-ნა ან კიმ იონ-ა — სამხრეთ კორეელი მოციგურავე. ცნობილი თავისი მრავალმხრივ სრულყოფილი უნარებით, მიღწევებით, პოპულარობითა და გავლენით სპორტში. სამხრეთ კორეაში ყველაზე აღიარებული ათლეტია და მიჩნეულია ფიგურული სრიალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოციგურავედ, ზედმეტსახელით “დედოფალი იუნა”.[1][2] ფიგურული სრიალი დაიყო ხუთი წლის ასაკში და ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებში იღებდა მონაწილეობას 2001-2014 წლებში. იუნა 2010 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია, 2014 წლის ვერცხილის მედალოსანი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ (2009,2013), ოთხი კონტინენტის 2009 წლის ფიგურული სრიალის ჩემპიონატის ჩემპიონი, 2005 წლის ISU ჯუნიორ გრან პრის ჩემპიონი და სამხრეთ კორეის ექვსგზის ეროვნული ჩემპიონი (2003-2006, 2013, 2014).
იუნას არასდროს დაუტოვებია პოდიუმი კონკურენტუნარიანი კარიერის განმავლობაში არ დაუტოვებია, რითაც გახდა პირველი სამხრეთ კორეელი ფიგურული მოციგურავე, რომელმაც მოიგო მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ISU გრან პრისა და ISU ჯუნიორ გრან პრიზე. მან მოიგო ყველა დიდი საერთაშორისო შეჯიბრი თავისი კარიერის განმავლობაში და ყოფილი რეკორდსმენი ISU შეფასებითი სისტემის ქვეშ მყოფი სამივე შეჯიბრის სეგმენტის ქალთა სოლო სრიალის გამარჯვებით და რეკორდის 11-ჯერ მოხსნით. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც 150 ქულაზე მეტი აიღო თავისუფალი სრიალის სეგმენტში და 200 ქულა ჯამური ქულებით. კიმს ასევე იხსენებენ მეტოქეობისთვის სამგზის მსოფლიო ჩემპიონ იაპონელ მაო ასადასთან. ასადა 2 ოლიმპიური ციკლის განმავლობაში გამოდიოდა ქალთა ფიგურული სრიალის წინა ხაზებზე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე სოჭში.
იუნა კიმ 김연아 | |
김연아 | |
![]() კიმ იუნა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე | |
პერსონალური მონაცემები | |
---|---|
წარმოადგენს | |
დაბადების თარიღი | |
დაბადების ადგილი |
ბუნჩონი, სამხრეთ კორეა |
სიმაღლე |
164 სმ |
ჯილდოები |
1 ოლიმპიური ოქრო; |
2014 წელს კონკურენტული კარიერის დასრულების შემდეგ, ის გახდა მთავარი ფაქტორი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი გამხდარიყო მისი ქვეყანა. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე წარმატებული სატელევიზიო შოუ ფიგურული სრიალის შესახებ, როგორიცაა All that skate. მისი მრავალი სპონსორებიდან გამომდინარე, იუნა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ათლეტი საშეჯიბრო კარიერის დასრულების შემდეგაც კი. ის შესულია ჟურნალ ტაიმის ყოველწლიურ სიაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანებისა 2010 წელს და მრავალ ფორბსის სიაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკიმ იუნა დაიბადა 1990 წლის 5 სექტემბერს,[3] გიონგგიდოს პროვინციაში, სამხრეთ კორეაში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.[4] მისი სახელის უფრო სტანდარტული ტრანსლიტერაცია არის “იონ-ა”, თუმცა პასპორტის აღებისას მისი სახელი არასწორად დაწერეს როგორც “იუ-ნა”(유나) “იონ-ა”-ს(연아) ნაცვლად.[5] კონკურენტული კარიერიდან მოყოლებული, მან საერთაშორისო მედიას სთხოვა მისთვის მიემართათ როგორც “იუნა კიმ” და არა როგორც “კიმ იუ-ნა”.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Graham, Bryan Armen. (February 22, 2014) The Sad, Perfect End of Kim Yuna's Figure-Skating Reign. The Atlantic. ციტირების თარიღი: September 6, 2023
- ↑ Hersh, Philip. (March 16, 2013) Kim Reigns at Worlds. The Chicago Tribune. ციტირების თარიღი: September 3, 2023
- ↑ „Goodwill Ambassador“. UNICEF. May 26, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 9, 2018. ციტირების თარიღი: September 24, 2023.
- ↑ Mittan, Barry (August 11, 2008). „Firsts Keep Coming for Kim“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2012. ციტირების თარიღი: September 6, 2023.
- ↑ Ryu, Dong-hyuk (May 19, 2008). [단독] 김연아 이름은 3가지?...영문표기의 비밀 [Yuna Kim has three names? The secret of English spelling]. The Chosun Ilbo (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2011. ციტირების თარიღი: September 25, 2023.
- ↑ „BC-OLY—FIG-Yuna Kim, Advisory, OLY“. ESPN. Associated Press. January 29, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 12, 2017. ციტირების თარიღი: September 25, 2023.