კადიმია ან ალ-კაზიმია (არაბ. الكاظمية; არაბ. الكاظمين ალ-კაზიმიან) — დასახლებული პუნქტი ერაყში, რომელიც დღე დღეისობით მოქცეულია ბაღდადის ჩრთილოეთ გარეუბანში. კადიმია მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან ხუთ კილომეტრში. ის წარმოადგენს ბაღდადის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს.

კადიმიას მეჩეთი

კადიმია შიიტებისთვის მიიჩნევა წმინდა ქალაქად. მისი სახელი ითარგმნება როგორც ორი კაზიმი ან ორნი რომლებმაც დაითმინეს რისხვა. სახელი ეწოდება ორი შიიტი იმამის პატივსაცემად რომლებიც იქ არიან დასაფლავებული: მუსა ალ-კაზიმი და მისი შვილიშვილი და შემცვლელი მუჰამად ალ-ჯავადი. თავიდან მათ საფლავებზე აშენდა სალოცავი, ხოლო მოგვიანებით კადიმიას მეჩეთი. კადიმიას ტერიტორიაზე თასვდაპირველად იყო კურაიშების სასაფლაო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება