კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკა
(გადამისამართდა გვერდიდან კავკასიის ხუთვერსიანი რუკა)
კავკასიის ხუთვერსიანი რუკა — კავკასიის მხარის 1:210 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების კომპლექტი, გამოშვებული მეფის რუსეთის დროს. უშვებდნენ საბჭოთა პერიოდშიც.



ისტორია
რედაქტირებახუთვერსიანი რუკა თბილისში გამოიცა რამდენიმეჯერ:
- პირელი 1869 წლის გამოშვება 55 კვადრატისაგან შედგებოდა.
- მეორე 1892 წლის გამოშვება 58 კვადრატისაგან შედგებოდა.
- 1902-1914 წლებში მოხდა მისი სრული განახლება, ხოლო კვადრატების რაოდენობამ 83 მიაღწია.
- 1913 წელს დ. პაგირევის მიერ გამოიცა «алфавитный указатель к пятиверстной карте»[1], რომლის 307 გვერდზე ჩაიწერა 34 000 დასახელება გეოგრაფიული დასახელებისა.
- 1922-1923 წლებში მოხდა რუკების განახლება ახალი მონაცემების საფუძველზე, რის შედეგადაც კვადრატების რაოდენობა 89-მდე გაიზარდა.
რუკები გამოიცემოდა 4 ფერში: კონტური — შავი, წყალი და მყინვარები — ლურჯი, რელიეფი — ყავისფერი და ტყეები — მწვანე ფერში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Трест, «Геокартпром», Военно-топографического управления, Г.У.Р.К.К.А., каталог, 1930