კითარა
ძველი ბერძნული სიმებიანი საკრავი
კითარა[1] (ძვ. ბერძნ. κιθάρα [kithara], ლათ. cithara) — ძველ ბერძნული სიმებიანი საკრავი, მუსიკალური ინსტრუმენტი. მასზე უკრავდნენ რომაელი და ბერძენი მმართველების კარზე. იგი ყველაზე მეტად გავრცელებული ინსტრუმენტი იყო საბერძნეთში.

კითარა ჰგავს ლირის პროფესიონალურ ვერსიას. აქვს ღრმა ცარიელი მოცულობა, რომელიც მოცულობითი რეზონატორის როლს ასრულებს. ჰქონდა ბრტყელი ხის კორპუსი პირდაპირი ან ფიგურული მოხაზულობით; კორპუსზე მაგრდებოდა ციმები; დროთა განმავლობაში ციმების რაოდენობა თანდათან მატულობდა (4-დან 12-მდე); იხმარებოდა როგორც სოლო ისე აკომპანირების ინსტრუმენტი. კითარა ისე როგორც ლირა უფრო ძველი ინსტრუმენტის — ფორმინგას დახვეწის რეზულტატია, ისინი ითვლებოდნენ აპოლონისა და ეროტის ინსტრუმენტებად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- კითარედი — მუსიკოსი, კითარეზე დამკვრელი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 512.