კირი
მასალა, რომელიც მიიღება კარბონატული მთის ქანების გამოწვით
კირი (ბერძ. ἄσβεστος „ჩაუქრობელი“) — მასალა, რომელიც მიიღება კარბონატული მთის ქანების (კირქვის, ცარცის) გამოწვით (გადნობამდე). ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ის თითქმის მთლიანად შედგება თავისუფალი კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდებისგან СаО-ის უპირატესი შემცველობით. გამოიყენება მშენებლობაში, ასევე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მისაღებად, რომელთაგან ზოგიერთს ასევე ქვია „კირი“.

იმ ქანების ტიპიდან გამომდინარე, რომლებიდანაც მიიღება კირი, ის შეიძლება იყოს კალციუმიანი, მაგნეზიალური ან დოლომიტური. ასევე ასეთი მინერალი მიღებულია დავყოთ ჩქარი, საშუალო და ნელი ქრობის კირად[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Под ред. И. Л. Кнунянца, Известь // Химическая энциклопедия. — М.: Советская энциклопедия, 1988.