კობიხა
კობიხა — ქალაქი ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ლა-პასიდან 600 კმ-ით ჩრდილოეთით, ამაზონის აუზში, პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე, ზღვის დონიდან 280 მეტრზე. გაშენებულია მდინარე აკრეზე, ბრაზილიის ქალაქ ბრაზილეიის მოპირდაპირედ. კლიმატი ტროპიკული, წვიმიანია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კობიხა Cobija | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დეპარტამენტი | პანდო | ||
პროვინცია | ნიკოლას სუარესი | ||
კოორდინატები | 11°02′00″ ს. გ. 68°44′00″ დ. გ. / 11.03333° ს. გ. 68.73333° დ. გ. | ||
ქალაქის მერი | ლუის ალბერტო ფლორეს რობერტსი | ||
დაარსდა | 1906 წ. | ||
ფართობი | 401.14 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 280 მ | ||
მოსახლეობა | 25,000 კაცი (2001) | ||
სატელეფონო კოდი | 03 | ||
ოფიციალური საიტი | gmcobija.gob.bo | ||
2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 25,000 ადამიანს შეადგენდა. აქ მდებარეობს უნივერსიტეტი და ორი აეროპორტი.
კობიხა დაარსდა 1906 წელს და თავდაპირველად მას ბაია ერქვა, ამჟამინდელი სახელი 1908 წელს ეწოდა ბოლივიის ყოფილი საზღვაო პორტის - კობიხას სამახსოვროდ, რომელიც სალპეტერის ომის შემდეგ ჩილეს შემადგენლობაშია.
ამჟამად, რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის მთავარ დარგს ბრაზილიური კაკლის მრეწველობა წარმოადგენს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine.
- კობიხას მუნიციპალიტეტი[მკვდარი ბმული]
- ქალაქის გზამკველევი დაარქივებული 2020-10-02 საიტზე Wayback Machine.