კორდობის პროვინცია
კორდობა (ესპ. Córdoba) — პროვინცია სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: მალაგა, სევილია, ბადახოსი, სიუდად რეალი, ხაენი და გრანადა.

მისი ფართობი შეადგენს 13,769 კმ²-ს. მოსახლეობა - 771,131 (2002 წლის მონაცემებით), რომლის 40 ცხოვრობს მის დედაქალაქ კორდობაში. პროვინცია მოიცავს 75 მუნიციპალიტეტს.