ლანაო
ლანაო — გამდინარე ტბა ფილიპინებზე, კუნძულ მინდანაოზე, სამხრეთი ლანაოს პროვინციაში. მდებარეობს ვულკანური მასივების დადაბლებაში, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 340 კმ², საშუალო სიღრმე 60,3 მ, მაქსიმალური სიღრმე 112 მ. სიდიდით ფილიპინებზე მეორე ტბაა ლაგუნა-დე-ბაის შემდეგ. ნაპირები დაბალია, ბრტყელი, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ერთვის ოთხი მდინარე. ტბიდან გამოედინება მდინარე აგუსი, რომელიც ერთვის მინდანაოს ზღვის ილიგანის უბეს. აგუსის სათავეებთან მდებარეობს ქალაქი მარავი. მდინარე აგუსის შუა დინებაში, მარია-კრისტინას ჩანჩქერთან გაშენებულია ჰესი. ლანაო გენეტიკურად რიფტული ტბაა. მდიდარია თევზით. მოიპოვება კობრისებრთა 18 ენდემური სახეობა. გაბატონებულია მებრინჯეობა. ტბის გარშემო ბევრია მუსლიმური სოფლები.
ლანაო | |
---|---|
![]() Landsat-ის ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 7°53′31″ ჩ. გ. 124°15′09″ ა. გ. / 7.89194° ჩ. გ. 124.25250° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამხრეთი ლანაო |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 700 მ |
სიგრძე | 33 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ფართობი | 340 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 115 კმ |
საშუალო სიღრმე | 60,3 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 112 მ |
გამომდინარე მდინარე | აგუსი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლანაო — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ლანაო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)