ლაღორა
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ლაღორა — კლდოვანი მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შოდა-კედელას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადების — შოდურისა და ლაღორულის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3152 მ. აგებულია ქვედაცარცული ფლიშური ქანებით. ლაღორის კალთებზე ალპური მდელოებია, ჩრდილოეთ კალთაზე ჩაწოლილია ნაზვავები.
ლაღორა | |
---|---|
კოორდინატები: 42°41′07″ ჩ. გ. 43°30′36″ ა. გ. / 42.68528° ჩ. გ. 43.51000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3152 მ |
ქედი | შოდა-კედელას ქედი |
ამგებელი ქანები | ფლიშური ქანი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 147.