ლიბერი
ღვინის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში
ლიბერი (ლათ. Liber < liber — „თავისუფალი“, liberi — „ბავშვები“) — რომაელთა დიონისე, ბახუსი, ღვინის ღმერთი. ლიბერ და ლიბერა — პირდაპირი თარგმანია ბერძნული სიტყვებისა „კოროს“ და „კორა“ — ბიჭი და გოგო: ასე ეძახდნენ ბერძნები დიონისეს და პერსეფონეს. თავისუფალი, თავაშვებული ხასიათისა იყო რომშიაც დიონისე-ბახუსის დღესასწაულები — ლიბერალიები. ამრიგად, სიტყვიერი მნიშვნელობაც და შინაარსიც ერთგვარია. ლიბერის — დიონისეს („ბიჭის“) პარალელურად დგას ლიბერა — პერსეფონე („გოგონა“). ლიბერალებიც ამ ორეულთა და აგრეთვე ცერერას (დემეტრას) დღესასწაულია. ლიბერს რომაელები პოეტურ მეტყველებაში ღვინოსაც ეძახდნენ.
ლიბერი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
სხვა კულტურებში: | დიონისე, Fufluns, Bacchus და Shadrafa |
სქესი: | მამრობითი |
გავლენის სფერო: | სპერმა, ღვინო, მეღვინეობა, ნაყოფიერება, თავისუფლება, მევენახეობა, პლებეები, სიტყვის თავისუფლება და სოფლის მეურნეობა |
დედა: | ცერერა და სემელე |
მეუღლე: | ლიბერა, პროზერპინა და არიადნე |
გამოსახულებები |
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 280.