ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ლიტვის სსრ (ლიეტ. Lietuvos Tarybų Socialistinė Respublika, Lietuvos TSR) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ვილნიუსი.


შეიქმნა 1940 წლის 14 ივლისს. 1940 წლის 21 ივლისიდან შედის საბჭოთა კავშირში. 1990 წლის 11 მარტს ლიეტუვის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც ლიტვის სსრ-ს ლიკვიდაციას ნიშნავდა. 1991 წლის 6 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა ლიეტუვას დამოუკიდებლობა მიანიჭა.
განთავსებული იყო საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ლატვიის სსრ-ს, სამხრეთითა და აღმოსავლეთით ბელორუსიის სსრ-ს, სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და პოლონეთს.
ლიეტუვის რესპუბლიკა იყო ერთადერთი კათოლიკური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.