ლიუდმილა ერმაკოვა

ლიუდმილა ვლადიმერის ასული ერმაკოვა (რუს. Людмила Владимировна Ермакова; დ. 5 ივლისი, 1927, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ – გ. 4 აგვისტო, 2008, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა რუსი ქორმაისტერი და პედაგოგი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1974) რსფსრ (1981) და სსრკ სახალხო არტისტი (1988).

ლიუდმილა ერმაკოვა
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1927
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 2008 (81 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1988)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიუდმილა ერმაკოვა დაიბადა 1927 წლის 5 ივლისს მოსკოვში. 1952 წელს დაამთავრა მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მუსიკალური კოლეჯი (ამჟამად მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი), 1957 წელს კი — გნესინების სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელი გნესინების სახელობის რუსეთის მუსიკალური აკადემია) ვ. ს. კუნევის სადირიჟორო კლასი.

1952 წლიდან 1957 წლამდე იყო მოსკოვის საბავშვო მუსიკალური სკოლის საგუნდო კლასის მასწავლებელი. მის გუნდს არაერთხელ აქვს მიღებული პრიზები მუსიკალური სკოლის საგუნდო კონკურსებში. 1954-1957 წლებში იყო გნესინების სახელობის სახელმწიფო მუსიკალური პედაგოგიური ინსტიტუტის საოპერო კლასის კონცერტმაისტერი. 1954 წლიდან 1970 წლამდე იყო საკავშირო რადიოს საბავშვო მუსიკალური რედაქციის ქალთა ვოკალური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1958-1963 წლებში იყო ვლადიმერ ლენინის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მასწავლებელი. (საგუნდო სადირიჟორო კლასი). 1963 წლიდან ასწავლიდა . პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში. (1979 წლიდან - ასოცირებული პროფესორი, 1991 წლიდან - საგუნდო დირიჟორობის და საგუნდო პარტიტურების კითხვის კლასის პროფესორი).[1]

1957 წლიდან ლიუდმილა ერმაკოვა ქორმაისტერია, 1965 წლიდან - დირიჟორი, 1972 წლიდან - მთავარი დირიჟორი (კლავდი პტიცასთან ერთად), 1983 წლიდან - ცენტრალური ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის აკადემიური დიდი გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1994 წელს ხელმძღვანელობდა მასტერკლასებს სხვადასხვა ქვეყნის დირიჟორებისთვის აკადემიურ დიდ გუნდში. თავის გუნდთან ერთად ერმაკოვამ მოიარა რუსეთის და უცხოეთის მრავალი ქალაქი. მან მონაწილეობა მიიღო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო სიმპოზიუმებში. 2005 წლიდან გუნდის სახელი შეიცვალა და გახდა რუსეთის სახელმწიფო მუსიკალური ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ცენტრის აკადემიური დიდი გუნდი „საგუნდო სიმღერის ოსტატები“, ამჟამად - რადიო ორფეოსის აკადემიური დიდი გუნდი „საგუნდო სიმღერის ოსტატები“.

ერმაკოვას მონაწილეობით შედგა ფიქრეთ ამიროვის, ალექსანდრე არუთინიანის, აზიზა ჟუბანოვას, გიორგი სვირიდოვის, არამ ხაჩატურიანის და როდიონ შჩედრინის ნაწარმოებების პრემიერები. მუშაობდა მთელ რიგ უცხოელ დირიჟორებთან, მათ შორის იყვნენ: შარლ მუნში, რობერტო ბენცი, ენრიკე გონსალეს მანტიჩი და სხვები.

1968 წელს მიიღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში.[2] 1983 წლიდან გახდა სრულიად რუსეთის საგუნდო საზოგადოების წევრი.

დაწერილი აქვს არაერთი მეთოდოლოგიური ნაშრომი გუნდში ინტონაციის თემაზე. არის საგუნდო ნაწარმოებების კრებულების შემდგენელი.

ლიუდმილა ერმაკოვა გარდაიცვალა 2008 წლის 4 აგვისტოს მოსკოვში. იგი დაკრძალეს ვაგანკოვოს სასაფლაოს კოლუმბარიუმში (სექცია 31).[3]

ცნობილი საბჭოთა კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი (1968), ევგენი სვეტლანოვი ამბობდა მის შესახებ:

 
„„ლიუდმილა ერმაკოვას აქვს ნათელი ნიჭი, ნებისყოფა და მხატვარ-ინტერპრეტატორის ტემპერამენტი. მან უნაკლოდ იცის „გუნდის ყველა საიდუმლო“ და მაქსიმალური სიზუსტით იღებს მისგან სასურველ ჟღერადობას.““

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  1. Ермакова Людмила Владимировна. ციტირების თარიღი: 2023-06-03
  2. Ежегодник Большой Советской энциклопедии. Выпуск 33 / Отв. ред. В. Г. Панов. — М., 1989. — С. 572.
  3. Скончалась Людмила Ермакова (2008-08-06). ციტირების თარიღი: 2023-06-03.
  4. Книга почёта города Сочи
  5. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. № 2. გვ. 47.