ლომისის წმინდა გიორგის ნიში
ლომისის წმინდა გიორგის ნიში — ისტორიული საკულრო ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო ქედის განაპირას. თარიღდება XIX საუკუნით. 1889 წელს, მეფის რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით შირაქში რუსები უნდა ჩემოესახლებინათ. ვაჟა-ფშაველას ინიციატივითადა ირგანიზატორობით სოფლის ზემო ქედში, ქვემო ქედსა და არხილოსკალოში ჩამოსახლდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთ მთიანეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. მთიელებმა აქ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ნიშიც ააგეს. XX საუკუნის 90-იან წლებში ნიშის ნაფუძარზე ადგილობრივი მაცხოვრებლებმა ბურდულებმა ააგეს ამავე სახელწოდების ნიში, რომლის აღმოსავლეთ ფასადის წყობაში ჩასმულია დაახლოებით წრიული ფორმის დამლახვრელი წმონდა გიორგის რელიეფური გამოსახულებით. რელიეფი ოსტატურადაა შესრულებული. სავარაუდოდ, იგი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 289.