ლორდთა პალატა
ლორდთა პალატა — დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა. ჩამოყალიბებულია XI-XIII საუკუნეებში. შედგება მემკვიდრეობითი პირების (1858 წლის კანონის შესაბამისად), უმაღლესი მოსამართლეების, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მათ მიერ დანიშნული სხვა წევრებისაგან, რომელთა პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია მის ისტორიულ როლზე, სახელმწიფო მოწყობაში. აღსანიშნავია, რომ თემთა პალატისგან განსხვავებით, ზედა პალატა არ არის აღჭურვილი წარმომადგენლობითი მანდატით. თუმცაღა, ლორდთა პალატას აქვს გარკვეულ საკითხებზე კანონპროექტების ინიცირების უფლებამოსილება, პალატა ძირითადად სარგებლობს მაკონტროლებელი უფლებამოსილებით.
