ლუიშ ფიგუ
ლუიშ ფიგუ (პორტ. Luís Figo; დ. 4 ნოემბერი, 1972; ლისაბონი, პორტუგალია) — ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელი. პორტუგალიის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, მან ეროვნულ ნაკრებში 127 მატჩი გამართა და 32 გოლი გაიტანა.
![]() ფიგუ 2009 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Luís Filipe Madeira Caeiro Figo | ||
დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1972 | ||
დაბადების ადგილი | ლისაბონი, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 180 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1984–1989 | სპორტინგი ლისაბონი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989–1995 | სპორტინგი ლისაბონი | 137 | (16) |
1995–2000 | ბარსელონა | 172 | (30) |
2000–2005 | რეალ მადრიდი | 164 | (36) |
2005–2009 | ინტერი მილანი | 105 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
1991–2006 | პორტუგალია | 127 | (32) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფიგუმ საფეხბურთო კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო, სადაც 1995 წელს ამავე კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოხვდა. სპორტინგიდან ფიგუ კატალონიურ გრანდ ბარსელონაში გადავიდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კარგი თამაშით იმ პერიოდის გამორჩეულ ფეხბურთელთა რიგებში დაიმკვიდრა ადგილი. 2000 წელს, ეგრეთ წოდებული გალაქტიკოსის პროექტის ფარგლებში, ფიგუ მეორე ესპანურმა გრანდმა, რეალ მადრიდმა შეიძინა 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული კლუბების ისტორიული დაპირისპირების და მტრული დამოკიდებულების გამო, ბარსელონელმა გულშემატკივარმა ფიგუს რეალში გადასვლა ღალატად მიიჩნია, რის გამოც რეალ მადრიდის რიგებში ბარსელონას წინააღმდეგ მატჩების ჩატარება ფეხბურთელს ნამდვილ ჯოჯოხეთში უწევდა. მადრიდში გატარებული ხუთი წლისა და ძალიან ბევრი მოგებული ტიტულის შემდეგ ფიგუ იტალიურ ინტერში გადაბარგდა, სადაც კარიერის ბოლომდე დაჰყო და თანამემამულე ჟოზე მოურინიუს თავკაცობით უამრავი ტიტულიც მოიგო.
2000 წელს ჟურნალმა France Football-მა, ფიგუ დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი, ის მესამე პორტუგალიელია ვინც ეს ჯილდო მოიპოვა. 2001 წელს ფიფამ დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელად.