მაია ჰოუკი
მაია რეი თურმან ჰოუკი (დ. 8 ივლისი, 1998 [1]) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი. ჰოლივუდის მსახიობების, ითან ჰოუკისა და უმა თურმანის ქალიშვილი. დაიწყო სამოდელო კარიერით, ეკრანზე პირველად გამოჩნდა 2017 წელს, BBC-ის ადაპტაციაში პატარა ქალები, სადაც ითამაშა ჯო მარჩის როლი.
აღიარება მოიპოვა რობინ ბაკლის როლით Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში უცნაური ამბები (2019–დღემდე). გადაღებულია ფილმებში ერთხელ ჰოლივუდში (2019), შიშის ქუჩა ნაწილი პირველი: 1994 (2021), შური იძიე (2022) და სხვ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chestang, Raphael. (February 21, 2017) Uma Thurman Opens Up About the 'Worst Decision' She's Made in Turning Down a Role. Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: February 5, 2018