მარსიასი
ბერძნულ მითოლოგიაში სატირი მარსიასი (ძვ. ბერძნ. Μαρσύας) – ცენტრალური ფიგურა მუსიკასთან დაკავშირებულ ორ ლეგენდაში: პირველში მან აიღო ორმაგი ჰობოე (აულოსი), რომელიც ათენამ მიატოვა და დაუკრა მასზე.[1] მეორე ლეგენდის თანახმად, მან აპოლონი გამოიწვია შეჯიბრებაში; ეს უკანასკნელი განრისხდა და სასტიკად დასაჯა — ცოცხლად გააძრო ტყავი. ანტიკური ხანის ლიტერატურული წყაროები ხშირად ხაზს უსვამენ მარსიას კადნიერებას და ამართლებენ აპოლონის მიერ მის დასჯას.

თანამედროვე შედარებითი მითოგრაფიის ერთ-ერთი მიმართულება პარალელს ავლებს აპოლონის მარსიასზე გამარჯვებასა და ქთონური გმირული წინაპრებისა და ბუნების სულების ადრინდელი „პელაზგური“ რელიგიის ოლიმპიური პანთეონის მიერ სავარაუდო ჩანაცვლებას შორის. მარსიასი იყო უძველესი დედა ქალღმერთის რეას / კიბელეს ერთგული და მითოგრაფების აზრით, ეს მოვლენები ვითარდებოდა სელენაში (ან კელაინაიში), ფრიგიაში.
ოჯახი
რედაქტირებაროდესაც საქმე ეხება გენეალოგიას, მარსიასი იყო „ღვთაებრივი“ ჰიაგნისის ვაჟი. მამამისს უწოდებდნენ ოეაგრუს ან ოლიმპოს. სხვა ვერსიის მიხედვით, ის იყო მარსიასის ვაჟი და/ან მოსწავლე და ერომენოსი.
მითი
რედაქტირებააულოსის აღმოჩენა
რედაქტირებამარსიასი იყო ორმაგი ლერწმის ინსტრუმენტზე — აულოსზე დაკვრაში დახელოვნებული.[1] დითირამბიკოსმა პოეტმა მელანიპიდეს მელოსელმა (დაახლ. 480 – 430 წწ.) გაალამაზა ეს ამბავი თავის დითირამბში მარსიასში.[2] იგი ამტკიცებდა, რომ ქალღმერთი ათენა, რომელმაც აულოსი გამოიგონა, ერთხელ სარკეში იყურებოდა. იგი უკრავდა და როდესაც მან დაინახა, როგორ გაებერა ლოყები და როგორ სულელურად გამოიყურებოდა, აულოსი გადააგდო და დაწყევლა- ვინც მას აიღებდა, მას შემზარავი სიკვდილი მოელოდა.[2] მარსიასმა აიღო აულოსი და მოგვიანებით, იგი თავხედობის გამო მოკლა აპოლონმა.[2] ძვ.წ მეხუთე საუკუნის პოეტ ტელესტესს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქალწულ ათენას შეიძლებოდა ასეთი ამაო მოტივებით ემოქმედა.
თუმცა, მოგვიანებით მელანიპიდესის ამბავი კანონიკურად იქნა მიღებული[2] და ათენელმა მოქანდაკე მირონმა ამ ამბის საფუძველზე შექმნა ბრინჯაოს ქანდაკებების ჯგუფი, რომელიც დამონტაჟდა პართენონის დასავლეთ ფრონტთან ძვ.წ. 440 წელს.[2] ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში მოგზაურმა მწერალმა პავსანიამ ნახა ქანდაკებების ეს ჯგუფი და აღწერა, როგორც „ათენას ქანდაკება, რომელიც ურტყამს მარსიასს ფლეიტების [აულოს] აღების გამო, რომლის გადაგდება ქალღმერთს სამუდამოდ სურდა“.
მარსიასი და აპოლონი
რედაქტირებააპოლონსა და მარსიასს შორის შეჯიბრის, რომელსაც თვალს ადევნებდნენ მუზები ან ნისეის ნიმფები, პირობებში ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულს შეეძლო დამარცხებულ მხარეს მოპყრობოდა ისე, როგორც სურდა. მარსიასმა თავის ფლეიტაზე დაუკრა, რამაც ყველა იქ მყოფი უკონტროლო აღტაცებამ მოიცვა — მათ ველური ცეკვა დაიწყეს. აპოლონის ჯერი რომ დადგა, ის იმდენად ლამაზად უკრავდა თავის ლირაზე, რომ დამსწრეები მშვიდად იყვნენ და მათ თვალებზე ცრემლიც მოადგათ.
შეჯიბრის რამდენიმე ვერსია არსებობს; ჰიგინუსის მიხედვით, პირველ რაუნდში მარსიასი იმარჯვებდა, როდესაც აპოლონმა თავისი ლირა თავდაყირა დაატრიალა და იგივე მელოდია დაუკრა. ეს იყო ის, რაც მარსიასმა თავისი ფლეიტით ვერ გააკეთა. დიოდორე სიკულუსის ცნობით, მარსიასი დამარცხდა, როდესაც აპოლონმა ლირის ხმას დაუმატა თავისი ხმა. მარსიასმა გააპროტესტა და ამტკიცებდა, რომ ინსტრუმენტთან დაკავშირებული უნარები უნდა ყოფილიყო შედარებული და არა ხმა. თუმცა აპოლონმა უპასუხა, რომ როდესაც მარსიასი აულოსზე უკრავდა, ის თითქმის იგივეს აკეთებდა. ნისეის ნიმფებმა მხარი დაუჭირეს აპოლონის ნათქვამს, რასაც მოჰყვა მისი გამარჯვება.
კიდევ ერთი ვერსიით ნათქვამია, რომ მარსიასი ფლეიტაზე არასწორ ბგერებს უკრავდა და ამიტომ ის შეეგუა დამარცხებას. სირცხვილის გამო, მან სასჯელად აირჩია ტყავის გაძრობა, რომელსაც გამოიყენებდნენ ტიკის დასამზადებლად.
სელენეს მახლობლად მდებარე გამოქვაბულში მარსიასს ცოცხლად გააძრეს ტყავი თავხედობისთვის (მან ღვთაება პაექრობაში გამოიწვია). შემდეგ აპოლონმა მარსიასის ტყავი გააკრა ფიჭვის ხეზე, აულოკრენის ტბის მახლობლად (Karakuyu Gölü თანამედროვე თურქეთში), რომელიც სტრაბონის თქმით, სავსე იყო ლერწმებით, რომლებისგანაც შექმნილი იყო ფლეიტა. დიოდორე სიკულუსი ვარაუდობდა, რომ აპოლონმა მოინანია ეს „გადაჭარბებული“ საქციელი და თქვა, რომ მან ცოტა ხნით გვერდზე გადადო თავისი ლირა, მაგრამ კარლ კერენი აკვირდება მარსიასის ტყავის გაცლას: სასჯელი არ ჩანს განსაკუთრებით სასტიკი, თუ ვივარაუდებთ, რომ მარსიასის ცხოველური სახე მხოლოდ მასკარადი იყო. კლასიკურმა ბერძნებმა არ იცოდნენ ასეთი შამანისტური ელფერების შესახებ და მარსიასის ტყავის გაცლა იქცა თემად მხატვრობასა და ქანდაკებაში. მისი ძმები, ნიმფები, ღმერთები და ქალღმერთები გლოვობდნენ მის სიკვდილს და ოვიდის მეტამორფოზების მიხედვით, მათი ცრემლები წარმოადგენდა მდინარე მარსიასის სათავეს ფრიგიაში, რომელიც უერთდება მეანდერს სელენასთან ახლოს, სადაც ჰეროდოტეს თქმით, მარსიასის გაცლილი კანი ჯერ კიდევ ჩანდა .პტოლემე ჰეფესტიონის წყალობით, შემონახულია ინფორმაცია ერთ-ერთი აპოლონისადმი მიძღვნილი ფესტივალის შესახებ, „სადაც ყველა მსხვერპლის ტყავს სწირავდნენ აპოლონს“.
პლატონი თვლიდა, რომ მარსიასის ტყავისგან დამზადდა ტიკი.
ოვიდი ორჯერ ეხება მარსიასის თემას, ძალიან მოკლედ ყვება ლეგენდას მეტამორფოზაში (vi.383–400), სადაც ის კონცენტრირდება მდინარე მარსიასში დაღვრილ ცრემლებზე და აკეთებს ალუზიას ფასტიში, (vi.649–710), სადაც ოვიდიუსი ყურადღებას ამახვილებს აულოსისა და ფლეიტის შემსრულებელთა როლებზე და არა მარსიასზე, რომლის სახელიც არ არის აღნიშნული.
ბრძენი მარსიასი
რედაქტირებაგადარჩენილ ლიტერატურულ წყაროებში თავხედი მარსიასის ფიგურა ჩრდილავს ბრძენი მარსიას ფიგურას, რომელიც რამდენიმე სიტყვით არის დახასიათებული ელინისტი ისტორიკოსის დიოდორუს სიკულუსის მიერ, რომლის თქმით, მარსიასი გამოირჩეოდა ინტელექტუალური შესაძლებლობებით (სუნეზისი) და თვითკონტროლით (სოფროსუნე), რაც არ იყო მოხსენიებული ბერძნების მიერ ჩვეულებრივ სატირებში ნაპოვნ თვისებებს შორის.
პლატონის სიმპოზიუმში, როდესაც ალკიბიადესი სოკრატეს მარსიასს ადარებს, სწორედ მარსიასისა და სოკრატეს სიბრძნის შედარება არის ნაგულისხმევი.[ საჭიროა ციტირება ] ჯოსლინ სმოლი მარსიასს აღწერს, როგორც ხელოვანს, რომელიც საკმარისად დიდებულია იმისთვის, რათა დაუპირისპირდეს ღვთაებას, რომლის დამარცხება მხოლოდ მზაკვრობით არის შესაძლებელი.
გამოჩენილი ქანდაკება, რომელიც მარსიასს ასახავდა მოხუცი, ბრძენი სილენუსის სახით, რომაული ფორუმის მახლობლად იდგა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 West, Martin L. (January 1992). Ancient Greek Music. Clarendon Press, გვ. 84. ISBN 0-19-814975-1. „"The single reed or clarinet mouthpiece was known to other ancient peoples, and I should not venture to assert that it was not known to the Greeks. But the evidence of both art and literature indicates that it was the double reed that was standard in the Classical period. Under the Hornbostel-Sachs system, therefore, the aulos should be classified as an oboe. It must be admitted that 'oboe-girl' is less evocative than the 'flute-girl' to which classicists have been accustomed, and that when it is a question of translating Greek poetry 'oboe' is likely to sound odd. For the latter case I favor 'pipe' or 'shawm.'"“
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Poehlmann, Egert (2017), „Aristotle on Music and Theatre (Politics VIII 6. 1340 b 20 - 1342 b 34; Poetics)“, Fountoulakis, Andreas; Markantonatos, Andreas; Vasilaros, Georgios, Theatre World: Critical Perspectives on Greek Tragedy and Comedy. Studies in Honour of Georgia Xanthakis-Karamenos, Berlin, Germany: Walter de Gruyter, p. 330, ISBN 978-3-11-051896-2, https://books.google.com/books?id=6e05DwAAQBAJ&q=Athena+and+Marsyas&pg=PA330