მახათაური
მახათაური — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემში). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 720 მეტრი, საჩხერიდან 11 კილომეტრი. სოფელში არის საბაზო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
მახათაური | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | არგვეთი |
კოორდინატები | 42°16′58″ ჩ. გ. 43°27′50″ ა. გ. / 42.28278° ჩ. გ. 43.46389° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 610[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 610 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 823 | 411 | 412 |
2014[1] | 610 | 305 | 305 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 515.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II