მედუზა (მითოლოგია)
მედუზა, მედუსა (ბერძ. Μέδουσα, Medousa) — გორგონა, რომელსაც თავზე გველები ეხვევა, მოკლა პერსევსმა. მისი სახე ათენას ფარზეა. მნახველს აქვავებს. შუმერული შესატყვისი — ხუბაბა (ხუვავა).
- პელიას მეფის ერთ-ერთი ასული, იაზონის ბიძაშვილი;
- პრიამოსის (პოდარკეს) ერთ-ერთი ასული (არა არისბეს და ჰეკაბესაგან)
- სთენოლოსის და ნიკიპეს ასული, ევრისთევსის და აპოლოდორე 2, 4, 5

ვანის გათხრებში 1979 წელს აღმოაჩინეს მედუზას თავი (გორგონა), ოდნავ დაზიანებული, მაგრამ დიდი ხელოვნებით გამოკვეთილი (ძვ. წ. II-I საუკუნეები)
მედუზას თავი:
- საშინელი, შიშით გამქვავებელი რამ;
- მედიკოსთა ენაზე სისხლძარღვების სპეციფიკური მდგომარეობა, ცუდი სიმპტომი, კიბოს ნიშანი მუცლის არეში, რომლის ხილვაზეც ექიმი „ქვავდება“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 301-302, თბ., 1983