მეჰედინცის ჟუდეცი
მეჰედინცის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Mehedinţi) — ჟუდეცი სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში, ვლახეთის ისტორიულ ოლქში. ფართობი 4933 კმ², მოსახლეობა 254 570 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი დრობეტა-ტურნუ-სევერინი. სამხრეთით ესაზღვრება ბულგარეთის ვიდინის ოლქი, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით სერბეთის ბორის რაიონი, ჩრდილო-დასავლეთით კარაშ-სევერინის ჟუდეცი, სამხრეთ-აღმოსავლეთით დოლჟის ჟუდეცი.