მიდლენდსი (რეგიონი)
მიდლენდსი — ტერიტორია ინგლისში, რომელიც ქალაქ ბირმინგემის გარშემო მდებარე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. კონკრეტული ადმინისტრაციული სტატუსი მას არ აქვს, ის მოქცეულია რამდენიმე ადმ. ობიექტის საზღვრებში (დერბიშირი, ჰერეფორდშირი, ლესტერშირი, ნორტგემპტონშირი, ნოტინგემშირი და სხვა.)

ისტორიულად მიდლენდსის ტერიტორია შუა საუკუნეებში არსებული ანგლო-საქსონური მერსიის სამეფოს დაქვემდებარებაში იყო. 1790 წელს, ოქსფორდის არხის მშენებლობის წყალობით, მიდლენდსის რაიონი სამდინარო-სატრანსპორტო გზით დაუკავშირდა ლონდონს, რამაც რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიდლენდსი — ენციკლოპედია ბრიტანიკა