ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიკი რუნი (ნამდვილი სახელი — ჯოზეფ იულ უმცროსი; დ. 23 სექტემბერი, 1920 — გ. 6 აპრილი, 2014) — ამერიკელი მსახიობი. თითქმის 90-წლიან კარიერაში ის 300-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. იყო მუნჯი კინოს ეპოქის ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი.[1] 1939-დან 1941 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობს წარმოადგენდა.[2] კარიერის მწვერვალზე რუნიმ შეასრულა ენდი ჰარდის როლი 193040-იანი წლების 16 ფილმისგან შემდგარ სერიაში, რომელიც განასახიერებდა შეერთებულ შტატებში გაბატონებულ შეხედულებას თავიანთ თავზე.

მიკი რუნი

რუნი 1945 წელს
მშობლიური სახელი Mickey Rooney
დაბადების სახელი ჯოზეფ იულ უმცროსი
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1920
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 6 აპრილი, 2014 (93 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
დაკრძალულია ჰოლივუდის სამუდამო განსასვენებელი
სხვა სახელები მიკი მაგუაირი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1926-2014
მეუღლე(ები) ავა გარდნერი (1942-43)
ბეტი ჯეინ ფილიფსი (1944-49)
მართა ვიკერსი (1949-51)
ელაინ დევრი(1952-58)
ბარბარა ენ თომასონი (1958-66)
მარჯ ლეინი (1966-67)
კაროლინ ჰოკეტი (1969-75)
ჯან ჩემბერლინი (1978-2012)
შვილ(ებ)ი 9 შვილი
მშობლები მამა: ჯონ იული
საიტი mickeyrooney.com

კარიერის პიკზე 15-დან 25 წლამდე ასაკში ის გადაიღეს 43 ფილმში, იყო Metro-Goldwyn-Mayer-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი. თავისი მრავალმხრივი შემსრულებლურობით გვიან კარიერაში სახასიათო მსახიობი გახდა. ლორენს ოლივიემ ერთხელ თქვა, რომ „რუნი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა“.[3] კლარენს ბრაუნმა, რომელმაც რუნი გადაიღო მსახიობის ორ ყველაზე ადრეული დრამატულ როლში (ფილმები „ეროვნული ხავერდი“ და „ადამიანურ კომედია“), თქვა, რომ ვისთანაც კი მას ოდესმე უმუშავია, რუნი „ყველაზე ახლოს იყო გენიასთან“.[4] მსახიობს მიღებული აქვს 1982 წლის ოქროს გლობუსი და ემის ჯილდო სატელევიზიო ფილმ „ბილში“ შესრულებული როლისთვის. ამავე წელს მიენიჭა აკადემიის საპატიო პრემია[5].

  1. Mickey Rooney, an enduring star (April 7, 2014). ციტირების თარიღი: September 3, 2019
  2. Gary Baum and Scott Feinberg. (October 21, 2015) Tears and Terror: The Disturbing Final Years of Mickey Rooney. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 22, 2015
  3. Gary Baum and Scott Feinberg. (October 21, 2015) Tears and Terror: The Disturbing Final Years of Mickey Rooney. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 22, 2015
  4. Iconic Actor Mickey Rooney Dies At 93 (April 7, 2014). ციტირების თარიღი: September 3, 2019
  5. https://en.wiki.x.io/wiki/Academy_Honorary_Award
მოძიებულია „https://ka.wiki.x.io/wiki/მიკი_რუნი“-დან