მიწიერი და ციური სიყვარული
მიწიერი და ციური სიყვარული (ასევე ვენერა და პატარძალი) — ტიციანის ნახატი, რომელიც 1513–1514 წლებში დახატა. გამოსახულია თეთრებში ჩაცმულ პატარძალი, რომლის გვერდზეც შესაძლოა კუპიდონია და ქალს ეხმარება, მის გვერდითაა ვენერა, სილამაზე. ამ ტილოს ხატვისას ტიციანი 25 წლის იყო.
მიწიერი და ციური სიყვარული | |
---|---|
Amor sacro e Amor profano | |
![]() | |
ავტორი | ტიციანი |
წელი | 1513-1514 |
კატალოგი | 59 |
ტიპი | ზეთის ტილო |
სიმაღლე | 118 |
სიგანე | 279 სმ |
ქალაქი | რომი |
მუზეუმი | ბორგეზეს გალერეა |

სურათის ისტორია
რედაქტირებასურათი ტიციანს დაუკვეთა ვენეციის ათიანის სბჭოს მინისტრმა, ნიკოლო აურელიომ. რომელსაც ის საქორწინო საჩუქრად სურდა თავის ახალგაზრდა საცოლისთვის, ქვრივი ლაურა ბაგაროტოსთვის. ნიკოლო აურელიოს გერბი გამოსახულია სურათის ცენტრში, სარკოფაგზე. ქორწილი 1514 წლის 17 მაისს შედგა.
სურათის სახელწოდება „მიწიერი და ციური სიყვარული“ ავტორს არ დაუქმევია. ეს სახელი ორი საუკუნის შემდეგ დაერქვა. ბორგეზეს გალერიის კატალოგის მიხედვით 1613 წელს ტილოს სახელი იყო „სილამაზე“ და „სამი სახის სიყვარული“ (1650 წელს). საბოლოოდ კი 1792-1833 წლებიდან „მიწიერ და ციურ სიყვარულს“ ეძახიან.
1608 წელს ნახატი შეისყიდა იტალიელმა კოლექციონერმა კარდინალმა შიპიონე ბორგეზემ, რის შემდეგაც გამოფენილია ბორგეზეს გალერეაში, რომში. 1899 წელს მაგნატმა, როტშილდმა გალერეას ტიციანის ამ ნახატში 4 მილიონი ლირა შესთავაზა ( უფრო მეტი ვიდრე მთელი ბორგეზეს გალერიის შენობა და კოლექცია, რომელიც შეფასებულია 3 600 000 ლირად ), რაზეც უარი მიიღო.
ანალიზი
რედაქტირებასურათზე გამოსახულია ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ სხედან ქვის ყუთზე (სარკოფაგზე). ისინი ან ტყუპები არიან, ან გამოსახულია ერთი ქალი სხვადასხვა იერით. მარცხენა ფიგურას აცვია XVI საუკუნის ვენური საპატარძლო კაბა და ხელთათმანები. მარცხენა ხელით ფარავს თასს, ძვირფასეულობით სავსეს ხოლო მარჯვენაში — ყვავილი უჭირავს. მარჯვნივ მდგომი ფიგურა შიშველია, მარცხენა მხარს აბრეშუმის წითელი ნაჭერი ხოლო კალთას კი თეთრი ტილო უფარავს. იგი მიტრიალებულია მარცხნივ მჯდომი ქალისკენ და მას უყურებს.