მოგუაშირხა
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
მოგუაშირხა — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — სვანეთის ქედზე, მდინარე კოდორის ერთ-ერთი მდგენელის — საკენისა და ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნენსკრის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3847 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური და ნივალური ლანდშაფტი.
მოგუაშირხა | |
---|---|
კოორდინატები: 43°06′40″ ჩ. გ. 42°05′14″ ა. გ. / 43.11111° ჩ. გ. 42.08722° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3847 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ლანდშაფტი | ალპური და ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 56.