lilium georgicum არის სინონიმი Lilium monadelphum ანუ ქართულად მთის შროშანი და ამ სახელით სტატია იდო ვიკიპედიაში. ამიტომაც მე სწორად გადავამისამართე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ უფრო გულისყურით.— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაBauzhadze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ვნახე და ძალიან ცუდია, რომ მოხსნა კანდიდატურა. აი სასაცილო კი ის არის რომ ბატონი Luka shenko1994 არც კი უფიქრდება და ისე აძლევს ხმას და მიზეზად აფსურდული რაღაც მოჰყავს, თურმე Zangala-ს კომენტარებისაგან შეურაცხყოფილია, თავის განხილვის გვერდზე კი არაფერი უთქვამს. ხმას რომ აძლევ სხვადასხვა რაღაცეები უნდა გაითვალისწინო. გიოოქრო08:24, 18 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ2 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გიორგი,
წინა მოწერილს ვეღარ ვპოულობ, ამიტომ აქ გიპასუხებთ. გასაგებია შენიშვნები, თუმცა აუცილებელია აღვნიშნო, რომ მოცემული მითითებები ვფიქრობ, არასაკმარისი წინაპირობაა სრული სტატიის გასაუქმებლად (მაგ, დეფისი, ინგლისური დასახელება და გაუმართავი წინადადება). მით უმეტეს, რომ არსებული სტატია არასწორ ინფორმაციას შეიცვავს. გარდა ამისა, გადახედეთ ბოლო აბზაცს, ენციკლოპედიური სტილი კი არა, ქართულის მცოდნეთათვის გაუგებარ ენაზე, გაუმართავად დაწერილი ტექსტია, აღარაფერს ვამბობ მის შინაარსზე, რომელიც დამახინჯებულია და რეალობას არ ასახავს.
1) ინგლისურ დასახელებას არ დავურთავ ტექსტს, კი ბატონო, თუ ეს რაიმე პრობლემაა, ინგლისურად სრულ სტატიას დავდებ და იქ დავურთავ ბენდის სახელის ინგლისურად გამოყენების სწორ ვარიანტს (არაერთხელ დაგვჭირდა და სამომავლოდაც გამოგვადგება ეს ყველაფერი).
2) გრძელ ტირეს ჩავსვავ დეფისის მაგივრად, რა პრობლემაა?!
3) პირველ აბზაცსაც მოვაქცევ სწორ სტილში.
თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი და დრო იმისა, რომ ერთად ვიმუშაოთ სტატიაზე (საჭირო ჩარჩოში მოქცევასა და გამართვაზე), მაშინ სხვა ადამიანს ვიპოვი. ალბათ, არც თქვენ გსურთ ის, რომ ვიკიპედიაზე გამოქვეყნებული ტექსტით ვინმეს ხელი შეეშალოს თავის საქმიანობაში. "დაგდაგანის" გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მეც და ბენდის წევრებსაც მუშაობაში გვიქმნის დიდ პრობლემას. დაძველებული და არასრული, არასწორი ინფორმაციის არსებობას, გვირჩევნია საერთოდ არ იყოს იგი.
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ4 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
თქვენი მხრიდან ადგილი აქვს ვიკიპედიის ახალი მოხალისეების შეურაცხყოფას], მთლიანად პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის — ახალი მოხალისეების მოზიდვის აბუჩად აგდებას, უკვე არაერთხელ დაცინვას. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, თქვენი ანგარიში დაიბლოკება!
ძალიან კარგად იცი, რომელი ერთი და მერამდენედ განგიმარტონ? მაგრამ საბოლოოდ განგიმარტავ — რას ჰქვია, „მოსწავლეების რაოდენობას ვერ აღვემატებით“? ასე უნდა ილაპარაკო ახალ ვიკიპედიელებზე? ისინი რა, ცხვრის ფარაა? არა, მეგობარო, ძალიან გეშლება! ნახვამდის! — Mikheilმიწერა16:26, 15 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ჩავატარეთ კენჭისყრა, ზოგმა ამას მისცა ხმა, ზოგმა — იმას. ახლა ვიძახი, რომ ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ იმ აზრის მქონე მოსწავლეებს ვერ აღვემატებით — ეს დანაშაულია? წესის დარღვევაა? რომელი წესის და რანაირად არღვევს ეს სიტყვები რაიმე წესს? „ასე უნდა ილაპარაკო“ რას ჰქვია? პირადი აღქმით ხდება დარღვევებზე რეაგირება? მოვითხოვ წესს და დასაბუთებას. გიოოქრო16:30, 15 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ23 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 12 ადამიანი
ყველაფრის ვიკიორდენი
ოქროჯან, განიჭებ ამ ვირტუალურ ორდენს, როგორც გენიალურ რედაქტორს, დიდებულ შემმოწმებელს და უბრალოდ როგორც კარგ ადამიანს. ასეთ მამულიშვილებზე დგას საქართველო ან ვიკიპედია :)) მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა, თუ რამეში გამოგადგება, აგერაა ძამა.... :))) Gobronaგანხილვაწვლილი23:00, 30 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ძალიან დიდი დიდი დიდი მადლობა ჩემს საუკეთესო, გურულ მეგობარს. დიდი სიხარულით ვიღებ ამ ორდენს და თავად კი წარმატებებს გისურვებ. მადლობა კიდევ ერთხელ. გიოოქრო06:41, 31 მარტი 2019 (UTC)პასუხი
@Zangala: შენი ბოლოდროინდელი კომენტარები აშკარად უკვე ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და მარაზმში გადადის. ყველაფერზე თითს ადმინებისკენ იშვერ ისე, რომ საკითხის არსშიც კი არ ხარ გათვითცნობიერებული. ვინმემ დაგიშალა რომელიმე მომხმარებლისთვის ორდენების ან ჯილდოს მინიჭება? ორდენების ან რაიმე სახის წამახალისებელი ჯილდოების მიცემა მხოლოდ ადმინების პრეროგატივა არ არის და კარგი იქნებოდა ვიკიპედიის წესებს თუ გაეცნობოდი!--დათო101007:17, 31 მარტი 2019 (UTC)პასუხი
გიორგი მართლა გულით გილოცავ! მადლობა გობრონას რომ ეს გააკეთა, რადგან მეც ვაპირებდი შენთვის შესაფერისი ორდენის მოცემას. ზოგიერთი კომენტარი კი მარაზმიც აღარაა! მიზანი ცხადია: დაპირისპირების ჩანერგვა მომხმარებლებში, რასაც ვიღაც სანუკვარი მიზნისკენ მიმართავს მერე. გიორგი მე ერთ რამეს გთხოვთ შენც და გობრონასაც. ნურავის ნუ დაუგდებთ ყურს და ნუ გაიხდით საკუთარ თავებს სხვის ამბიციებს გადაყოლილებად. თქვენ, ორივე, არ უნდა ეწირებოდეთ სხვის ამბიციებს და თქვენს ნიჭს და შესაძლებლობას სრული ძალით მხოლოდ ვიკიპედიის განვითარებას უნდა ახმარდეთ და არა დაპირისპირებას. წარმატებებს გისურვებთ! --ჯაბა197716:07, 31 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მართალია აქ არაფრის დაწერის სურვილი არა მაქვს, მაგრამ ვინაიდან მომნიშნეს ერთს გეტყვით: მომხმარებელ @Zangala: კომენტარიდან აშკარად იკვეთება წამქეზებლური რიტორიკა ან უფრო ზუსტად გესლიანი და ფარისევლური რეპლიკა, რომელსაც მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს: წააჩხუბოს ერთმანეთი ვიკი-რედაქტორები. თუკი ვცდები, მაშინ დადეთ ერთი ჩემი განცხადება მაინც, სადაც მე ვიძახი, რომ @Gobrona: წვლილს არ ვაფასებ და გავჩუმდები. ანუ ნახე რას გეუბნება ჩემზე ? ნახე-ო, ერთხელ არ დაგაჯილდოვა Otogi-მო, ერთხელ არ შეგაქოო, არ გაფასებსო და ა.შ. თითქმის 10 წელია რაც ვიკიპედიელი ვარ და მანახეთ ერთი Zangala-ს მიერ მონიჭებული ორდენი ჩემდამი. აქ ყველაფერი მზესავით ნათელია მეგობრებო. რაღაც-რაღაცების უკეთ გასაგებად დროა საჭიროა. მადლობა და წარმატებები. - OTOGIMessages14:29, 1 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
@Otogi: მედალი რად გინდა ჩემგან, სულ შენ ლამაზ თვალებზე ვსაუბრებ რაც ვიკიპედიაში ხარ. ცანგალა ვის აჩხუბებს მომხმარებელი:Gobrona, რომ დაბლოკეს ერთი ხმაც კი არ ამოგიღია, ხოლო მომხმარებელი:Deu, რომ მუდმივი ბლოკია იმაზეც ხმას არ იღებ. ჩხუბი კი არ მინდა არამედ სამართლიანობის აღდგენა, რაც შენ არ გინდა. მადლობა და წარმატებები.--ცანგალა15:20, 1 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
და ჩემზე საუბრობს და შენც არ მოგილოცა გუშინდელი მედალი. ყველგან უნდა მოვნიშნო User:Otogi, რომ მომხმარებლებს მედლები მიულოცოს, მაგრამ თუ დაბლოკილი ყავდი ახლა გამახსენდა მიხამ რომ ორი კვირით დაგბლოკა და User:Otogi სამ თვეზე გადააკეთა.--ცანგალა15:52, 1 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
Jaba1977 ძვირფასო, ჩემზე რომ გაქვს შემოტევა. რა გინდა ჩემგან ვერ გავიგე (ფეისბუქზე ხომ დამბლოკე)? სიმართლეს შუღლის გაღვივებას ეძახი და შენ თუ სიმართლის მქადაგებელი ხარ მომხმარებელი:Gobrona დაბლოკილი არ უნდა ყოფილიყო, ხმა უნდა ამოგეღო და მომხმარებელი:Deu-ს მუდმივი ბლოკი არ უნდა ჰქონდეს. ბოდიში გიო ოქრო , რომ შენს განხილვის გვერდზე მიწევს ასეთი კომენტარების დაწერა.--ცანგალა18:19, 1 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
აქაც კი შუღლს აღვივებ. მეთოდები მოგიძველდა. ბოდიში მარტო გიო ოქროს კი არა მთელ ვიკისაზოგადოებას უნდა მოუხადო შენი არაადეკვატური კომენტარების გამო.--ჯაბა197718:25, 1 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ2 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
აქ შეუფერებელი ფაილია გამოყენებული დღევანდელი დღის ასაღწერად. ზედმეტი კითხვები, რომ არ გაჩნდეს უმჯობესია საჭირო რესურსიდან იხელმძღვანელო ხოლმე. ცოტა მეტი ყურადღებით, მაინც მთავარ გვერდზეა საუბარი. - OTOGIMessages15:06, 1 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ7 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გიო გამარჯობა. წმინდა ნინოს სტატიაში ვიკიციტატა ინფოდაფაშიცაა და სტატიის ბოლოშიც და ორივენგან მგონი არაა საჭირო და თან მემგონი ვახუშტის ვერსიის მითითება უფრო მართებულია. ამჟამინდელი სტატია ლეონტი მროველის მიხედვითაა, რომელიც წმინდა ნინოს გარდაცვალებას 338 წლით უთითებს და ამბობს:
“
მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყო სიტყუად წმიდამან ნინო, ხოლო იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოს. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა.
”
ეს ნიშნავს რომ ნინო 324 წელს შემოსულა ჯავახეთით, ვინაიდან 14 წელი რომ 338-ს გამოვაკლოთ სწორედ 324-ა. ჩემის აზრით უფრო მართებული იქნება ვახუშტის თარიღებით გასწორდეს სტატია, როგორც ჩემს სავარჯიშოში, წმინდა ნინოს მოღვაწეობის წლების ქვემოთაა მითითებული (მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 1), წყაროს დამოწმებით. ანუ ნინო დაიბადა 296 წელს და გარდაიცვალა 329 წელს, 35 წლის ასაკში (ეს 335 წელი ამიტომ ჩანს იოანეს ეპისკოპოსად არჩევის თარიღად...)--Lasha-georgeგანხილვაწვლილი09:32, 2 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
გიო ან შენ ან სიურპრიზმა თუ იცით ამ ფაილების შესახებ, ეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის XVII საუკუნის ტიბურიუმი[1] (ლათ.tiburium, ინგლ.ciborium). პირველი სვეტიცხოვლის ტაძრის გარშემო ქვის კედლებზე შესრულებული ფრესკები აღწერს ცხოველმყოფელი სვეტის ისტორიას. აქ, წმინდა სიდონიამიერუსალიმიდანელიოზ მცხეთელის და ლონგინოზ კარსნელის მიერ 33 წელს ჩამობრძანებული უფლის კვართი ტირილით და გოდებით გულში ჩაიკრა და სული განუტევა. გარდაცვლილი კვართისგან სასწაულებრივად ვერ განაშორეს და ამგვარად დაკრძალეს. ან/და ეს სვეტიცხოველი ფაილი იგივეა? უკვე დავიბენი. მემგონი იგივეა... ანუ პირველქმნილი სვეტიცხოველი, ხის ნაგებობაყოფილი.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი16:05, 2 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ1 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 1 ადამიანი
1) -"წესს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხეთი და სორი, დასავლეთით — კვაცხუთი, ხიმში და სადმელი, სამხრეთით მუხლი, ბარი (ონი) და შუა სხვავა."-
სადმელსა და წესს შორის რამოდენიმე სოფელია და საიდან არიან მოსაზღვრეები??? ბარი მუხლის შემდეგ არის და შესაბამისად ისიც არ არის წესის მოსაზღვრე.
2) -"სოფელ წესში არის სპორტული კომპლექსი"-
სტადიონი როდიდან ითვლება სპორტულ კომპლექსად?
P.s. "გიო ოქროს". ან თქვენ ჩაასწორეთ ზემოთ აღნიშნული შეცდომები, ან მე ნუ მიშლით ხელს. პატივისცემით "რაჭუკა"— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაRachuka (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
მაშინ გეწეროთ ეგ არასწორი ინფორმაცია.— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაRachuka (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
სულ დამავიწყდა ეგ სტატია. რუსული უფრო სწორია ამ შემთხვევაში, რადგან 1 ვალენტიანია ამ შემთხვევაში ვერცხლი. გადავიტან. გიოოქრო12:32, 9 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ3 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 1 ადამიანი
შეგიძლიათ დამეხმაროთ აღნიშნულ საკითხში ვინმემ? რატომ ვერ ვახერხებ ინფორმაციის დადებას?— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაზუგდიდის მე 5 საჯარო სკოლა (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
პირად გვერდზე თუ არ იქმნება სტატიები, ამიხსნით ვინმე როგორ დავდო სტატია და როგორ გამოვაქვეყნო? როგორ მოვიქცე, არ დაიზაროთ და ამიხსენით როგორ დავიწყო, დანარჩენს როგორმე მოვახერხებ
„სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და მიზნად ისახავდა გადაუდებელ შენარჩუნებასა (მოვლას) და რესტავრაციას.“ — აქედან გამომდინარეობს, რომ 2018 წლის სამუშაოები ისახავდა მიზნად ამას და ამას.
„სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელიც გადაუდებელ შენარჩუნებას (მოვლას) და რესტავრაციას მოითხოვდა.“ — აქედან გამომდინარეობს, რომ სამუშაოების დაწყების მიზეზი გახდა მიმართვა და ეს მიმართვა მოითხოვდა ამას და ამას. გიოოქრო20:11, 16 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
აქ რატომ მიხსნი? წინადადებაში ახსენი ნორმალურად, მკითხველისთვის. ამჟამინდელი ვერსია შინაარსობრივადაც გაუგებარია და სტილისტურადაც გაუმართავია. — Mikheilმიწერა20:50, 16 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
და კიდევ, „რომლებიც 2018 წლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და მიზნად ისახავდა გადაუდებელ შენარჩუნებასა (მოვლას) და რესტავრაციას“ — აქედან გამომდინარეობს, რომ 2018 წლის სამუშაოები ისახავდა მიზნად ამას და ამას. სერიოზულად ამბობ ამას? მოდი, კარგად ჩაუკვირდი წინადადებას. — Mikheilმიწერა20:55, 16 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
მიხეილ ვატყობ ქართულ ენაში თავად გაქვს პრობლემები. მოდი მე რაც მომწერე იმ წინადადებას თავად ჩაუკვირდი და რაც მივაწერე იმასაც. სტატიაში სწორადაა. ერთი სიტყვა შევცვალე. გიოოქრო21:19, 16 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
მემუქრები? თუ გინდა გაასწორე, არავის ვუშლი, მაგრამ არა ისე, როგორც წინა გააკეთე, მადლობელიც დაგრჩები. ისედა მეგობრები როდის მერე გავხდით? გიოოქრო21:52, 16 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
შეამოწმეთ გთხოვთ, დაახლ. 1სთ და 30 წუთი ვაკეთებდი, ვანდალიზმის მსხვერპლი სტატია იყო ნახვთ ალბათ სტატიის ისტორიაშიც
გამოვასწორე და თან თარგი, რომ არ იყო ვიცოდი, უბრალოდ რა ჰქვია ის არ ვიცი ნამდვილად :)
უკვე მოვასწარი 4 სტატიის შექმნა დიდი ზომით არ გამოირჩევიან, მაგრამ ნორმალურად ვთარგმნე 3000-4000 მბაიტზე დიდები ნამდვილად არიან--/ჯეო/განხილვაწვლილი13:12, 18 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ფრანგული ან რუსული რა შუაშია? ქართული სიტყვა (ასევე ფრანგულიც და რუსულიც) მოდის ბერძნულიდან, ანუ ძირი აქვს ბერძნული. შესაბამისად სწორია თ და არა ტ. გიოოქრო08:51, 20 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ1 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 1 ადამიანი
თქვენ გამოგიგზავნეს ნამცხვარი! ნამცხვარი არის ვიკისიყვარულის გამოხატვა! ბედნიერ დღეს გისურვებთ ~~~
გამოიყენეთ ნამცხვარი თუ გსურთ ვინმეს აუწიოთ ხასიათი, ან თუ უბრალოდ გსურთ სიმპათიის გამოხატვა მომხმარებლისადმი! თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნამცხვარი ნებისმიერ მომხმარებელს, ამისთვის საჭიროა მის განხილვის გვერდზე ჩასვათ {{ნამცხვარი}}
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ1 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 1 ადამიანი
გამარჯობა, გწერთ გვერდის > https://ka.wikipedia. org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90_(%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98) ჩემ მიერ რედაქტირებასთან მიმართებით გაკეთებულ თქვენს კომენტართან დაკავშირებით. არ ვიცი, რატომ ჩათვალეთ, რომ გვერდს რედაქტირების ფუნქციის "დასატესტად" ვიყენებდი. როგორც ვხედავ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ ფილმ "ფატიმასთან" დაკავშირებით, რადგან თვლით, რომ ჩემეული ცვლილება აღნიშნულ სტატიაში მხოლოდ "რედაქტირების ფუნქციის შემოწმებაა". თქვენს ხელთ არსებული ცნობების განახლების მიზნით, გირჩევთ, გაეცნოთ წყაროებს ფილმის შესახებ. მაგალითად, თუ რუსული იცით, შეგიძლიათ აღნიშნულ ლინკზე > https://youtu. be/JkVvV0fbcX8?t=37 < შეამოწმოთ, ვინ იყო ამ ფილმის რეჟისორი. აგრეთვე გირჩევდით, ინტერნეტში მოგეძიებინათ სხვა, "კლასგარეშე" ინფორმაცია ამ ფილმთან დაკავშირებით, სანამ სწორ ინფორმაციას წაშლიდით გვერდიდან. გმადლობთ.— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმანინა 0506 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@ნინა 0506: რედაქტირებამდე გირჩევდით ქართული ვიკიპედიის წერის სტილსა და სტრუქტურებს გადახედოთ და მერე გაეცით „რჩევები“. რეჟისორის მითითება მასე არ ხდება (პირდაპირ თავში, ყველანაირი წესები დარღვევით).გიოოქრო20:03, 22 აპრილი 2019 (UTC) კარგი, გავეცნობი რჩევებს და რეჟისორის ადგილი სადაც არის იქ ჩავწერ და აღარ წაშალოთ.პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ4 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 3 ადამიანი
მშრომელი კაცის ვიკიორდენი
მშრომელ ადამიანს დაფასება უნდა. გიოსნაირი ყურადღებიანი ადამიანი იშვიათი, ჩემის აზრით მას ბევრად მეტი ეკუთვნის, გისურვებ წარმატებას ვიკიპედიასა და ცხოვრებაში! იგი მუდმივად დიპლომატიური გზით მიდის, მაქსიმალურად ცდილობს აირიდოს თავიდან სხვა მომხმარებელთან დაპირისპირება, მაგალითად ჩემთან, იმდენს ვწერ ხოლმე „მისალანძღი“ ვარ პირადპირ :), გიო ოქრო ხარ ოქრო!!!--M.I.K.H.E.I.L.=ჯეოგანხილვაწვლილი18:00, 24 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ეს არის ენციკლოპედიური სტატია, სადაც უნდა განთავსდეს ენციკლოპედიური მნიშვნელობის ინფორმაცია. სხვა დანარჩენისათვის არსებობს მომხარებლის გვერდი, სადაც შეიძლება სტატისტიკის დაწერა (ისიც ავტორის მიერ). ფოტო კი ზედმეტი იყო სრულიად. გიოოქრო14:17, 1 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ6 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გიო გამარჯობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიკიგვერდზე ჩავსვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შტაბბინის სურათი. ანალოგიურადაა, ფიფასთან მიმართებით (ინფოდაფაში შტაბბინა წერია და სწორი შტაბ-ბინა ხომ არაა?) აქ შტაბ-ბინა წერია და უკვე დავიბენი(?!) მართლწერის მიხედვით სწორი შტაბ-ბინაა.
P.S. გიო, ერთი კიდევ. მაგალითად სფფ-ს ვიკიგვერდის სექციაში: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, რომ გინდოდეს ლევან კობიაშვილის სურათს ვერ ჩასვამ პრეზიდენტების სექციაში, რადგან ფეხბურთელობის სურათის გარდა ვიკისაწყობში სხვა სურათი არაა...--Lasha-georgeგანხილვაწვლილი06:27, 3 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ნათია თურნავა ჩავწერე და საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს [3]) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ([3] – აქ უნიკოდები დავამატე).
===[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი===
* კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, [[21 მარტი]], [[1919]] – [[17 მარტი]], [[1921]]
გააკეთე რაც გინდა, მაგრამ დაკვირვებით. ორივე პარტია არასწორად იყო ნათარგმნი და ორივეს თარგის გადატანა მომიწია. შემმოწმებლობა თუ გინდა უფრო მეტი დაკვირვება გმართებს ყველაფერში. იან დე იონგი — სტატია თავიდან დავწერე, ცუდი თარგმანი იყო. გიოოქრო17:53, 3 მაისი 2019 (UTC)პასუხი
გიო, მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშოს ვასრულებ, მაგრამ ერთი რამ დამრჩა გასარკვევი და თუ გაქვს ლიტერატურა იქნებ დამეხმარო? გიორგი I-ის გარდაცვალების ადგილად ფრანგულად: Mkivarani, Trialeti-ა მიჩნეული. ქართულ ვიკიში წერია, რომ იოანე ბატონიშვილს მრავალი სოფელი აქვს მოხსენიებული, რომელთა უმეტესი ნაწილი ნასოფლარია და ამ სოფლის ზუსტი დასახელების გარკვევა მინდოდა ქართულად...--Lasha-georgeგანხილვაწვლილი08:17, 5 მაისი 2019 (UTC)პასუხი
@ჯეო: მართალია, ზედმეტი მოგივიდა. მასე ვერ შეაგნებინებ. წესებით უნდა ელაპარაკო. ხომ ნახე პასუხს ვერ მცემს, იცის რომ წესებს არღვევენ მაგ ვიკიპედიაში. მალე წაიშლება ოსურიდან ეგ სეპარატისტული "რუკა". გიოოქრო09:19, 6 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ16 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გიორგი, განსახილველია ერთი მივიწყებული თემა, ვიკიგვერდისა ბაგრატ II (აფხაზთა მეფე). გეხსომება, ეს გვერდი პირველად შენ განიხილე. საქმე მდგომარეობს შემდეგში, ამ აღნიშნული გვერდის ტექსტი იდენტურია გვერდისა: ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული). ანუ აფხაზთა მეფეთა სიაში ბაგრატ II (აფხაზთა მეფე) იგივე საქართველოს მეფე ბაგრატ III-ა. სათაურში მოყვანილი გვერდი სინამდვილეში უფლისწულია და არა მეფე. განხილვაში კი დავწერდი, მაგრამ დარჩენილია ნაწერია და არავინ პასუხობს და იქნებ შენ მიპასუხო? ეს თემა ბოლოსდაბოლოს დავხუროთ რა...Lasha-georgeგანხილვაწვლილი13:01, 6 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ვფიქრობ რომ ეგ გვერდი ვიკიწყაროში (სადაც ასეთი დოკუმენტების ადგილია) უნდა გადავიტანოთ და ვიკიპედიაში შეაბამის გვერდზე ბმულს გავაკეთებთ, რითაც მკითხველს შეეძლება ორიგინალი ტექსტის გაცნობა ვიკიწყაროში. გიოოქრო12:57, 8 მაისი 2019 (UTC)პასუხი
აფხაზთა სამეფოს მეფეთა გაურკვეველი წყარო შევცვალე ნამდვილი წყაროთი. ეს წყარო კირილ თუმანოვის და მეფეთა ცხრილი კი ვახუშტის ქრონოლოგიის მიხედვითაა, თუმცა კირილ თუმანოვის გრაფაში იოანე და ადარნასე შავლიანების მეფობის თარიღი არაა მითითებული ავტორის მიერ, სამაგიეროდ ვახუშტის მიერაა მითითებული და გასწვრივ ერთგვარად ემთხვევა ამ მეფეთა მმართველობის თარიღი, კირილ თუმანოვის ვერსიაში გამოტოვებულ თარიღებს, რომელ გრაფაშიც ავტორს არ აქვს მითითებული მმართველობის წლები.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი19:30, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ3 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გამარჯობა, დიდი მადლობა შენიშვნისთვის. როგორც მივხვდი, თქვენი რეკომენდაციის მიხედვით უმჯობესია მივუთითოთ არა ლიტერატურა არამედ ბიბლიოგრაფია — ანუ რეკომენდებული ლიტერატურა, როგორც რაიმე საგანთა თუ საკითხთა შესახებ არსებული ლიტერატურის სია — ალბათ ამას გულისხმობთ. ვფიქრობ მართებული შენიშვნაა. იმ შემთხვევაში თუ არასწორად გავიგე თქვენი შენიშვნის შინაარსი, გთხოვთ მაცნობოთ შეძლებისდაგვარად, დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974განხილვაწვლილი21:39, 10 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მაგრამ მე პირადად რეკომენდებული ლიტერატურა უფრო მისაღებად მიმაჩნია, რათა მომავალში არავის არ შეეშალოს და ბიბლიოგრაფია ლიტერატურად არ გადააკეთოს (ასეთი შეიძლება მოხდეს, რა იგულისხმება ბიბლიოგრაფიაში თუ ვერ მიხვდებიან). გიოოქრო06:07, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
გიო, განვმეორდები, აფხაზთა სამეფოს სექცია მმართველები წყაროდან აღებული ინფორმაციაა, ხოლო წინამორბედ სიაში წარმოდგენილი მმართველები პირობითი იყო, წყარო არ გააჩნდა იმ სიას. ამიტომ მართებულია ეს სია იყოს. ერთი კიდევ. აფხაზთა ერისთავები იყვნენ და არა მთავრები. ყველა წყაროში ერისთავები არიან მოხსენიებულნი ლეონ II-მდე. აფხაზთა სამთავრო არსებობდა 1463–1864 წლებში (Established 1463 – Disestablished 1864). ანუ ეს პუნქტი აუცილებლად შესაცვლელი იყო. Lasha-georgeგანხილვაწვლილი06:42, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კაი. გიო, ერთი თხოვნა მაქვს, The two kings of the Shavliani clan (878–887) are omitted probably because they were regarded as usurpers. ორივე შავლიანი მართავდა როგორც უზურპატორი 878–887 წლებში და იმ გრაფის გაერთიანებას თუ შეძლებ აფხაზთა სამეფოს გვერდზე, რომელიც ამ ორ შავლიანის მეფობის წლების გრაფას გააერთიანებდა? ცალკეულად მათი მმართველობის წლები არ აქვს მითითებული კ. თუმანოვს. ასეთ შემთხვევაში ვახუშტის ვერსიას გადავიტან აფხაზთა მეფეთა დივანის მთავარ გვერდზე, ხოლო მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 2-ს ვიკიწყაროში. ხო მართლა, ორივე შავლიანი უზურპატორი იყო.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი08:37, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მაშინ მთლიანი წიგნ(აკ)ი უნდა აიტვირთოს ვიკიწყაროში და არა ვიკიციტატაში. თუ რათქმაუნდა მასზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება. საკმაოდ დიდი შრომა უნდა, ამიტომ თუ გინდა პირდაპირ ეგ ბმული (pdf) მიუთითე. გიოოქრო13:23, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა..., მის წგნ.: საისტორიო მასალანი, ტფ., 1912; (1913 წლისაა...). მოკლეთ ვთარგმნი ინგლისურ ვიკიგვერდს და შემდეგ გენეალოგიის ცხრილიდან ჩავსვავ ტექსტს. გენეალოგიამდე დაწერილ ტექსტს აღარ ჩავსვამ. წიგნაკები კია მითითებული (რესურსები ინტერნეტში). დააკვირდი გიო გენეოლოგიის შედგომ ტექსტს: "ვინაითგან აღნიშნულია, თუ რამდენი წელი უმეფია თითოეულს მეფის ლეონ I-დან დაწყებული, ამიტომ ადვილი გამოსაანგარიშებელია, თუ რომელ წლებში მეფობდა დაახლოვებით თითოეული მეფე ამ ნუსხისა". ანუ აქ მოცემულია ლეონ I-დან თუ ვის რამდენი უმეფია. ლეონ I-ს კი 45 წ. უმეფია. ანუ მსჯელობის შედეგად ჭეშმარიტება დაიბადა, ხომ მეთანხმები? ასე ვიზავ, გენეალოგიის ცხრილს და შემდგომ ტექსტს ჩავსვავ მხოლოდ. მაგრამ ეს →{{გვერდითი ნავდაფა გაშლადი სიით}} მინდა ინფოდაფად დავურთო და ძალიან კი გამიჭირდა მისი გაკეთება:–). ეს ინფოდაფა სიურპრიზიმ მომაწოდა.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი13:49, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბარემ ამას გეტყვი: თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა..., მის წგნ.: საისტორიო მასალანი, ტფ., 1913;← მითითებული მაქვს რესურსები ინტერნეტში და მემგონი აღარაა საჭირო.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი13:52, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
წყარო ჯობია ზუსტად იყოს მითითებული, ამ შემთხვევაში ქსე. სამწუხაროა რომ ზუსტად არაა მითითებული. არასრულყოფილი ქართული ენით, გასაგები, მაგრამ არა შესაბამისი დონითაა დაწერილი. სამწუხაროა რომ წყაროს ვერ ვსვამთ, თუმცა შეიძლებოდა სურათები დაგვერთო და მოგვეყვანა შესაბამისობაში ვიკიპედიის სტანდარტებთან.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი19:18, 12 მაისი 2019 (UTC)პასუხი
გიო ტექსტი გვერდისა აფხაზთა მეფეთა დივანი დავასრულე და დაარედაქტირე. ოღონდ სექციების სია ქვემოთ მოექცა და ზემოთ აწიე. მიხვდები, სქოლიოსთანაა... ან თუ გინდა წაშალე, რადგან მხოლოდ სქოლიო, ლიტერატურა და რესურსები ინტერნეტში მოაქცია. სექციებადაა დასაყოფი. დამეხმარე...Lasha-georgeგანხილვაწვლილი08:30, 13 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ვერ დაგეთანხმები! ქველმოქმედების ტოპიკი რომელიმე არტისტის შესახებ იყოს ლიკვიდირებული (ამოღებული) როგორც შენ გააკეთე ვფიქრობ ძალიან არა სწორია. ბევრი არტისტის სწორედ რომ ქველმოქმედობის მოღვაწეობა აღინიშნება. ჩემი აბზაცის რედაქტირება შეგიძლია გააკეთო (თუ ფიქრობ რომ ძალიან ვრცლად დავწერე) და იყოს ეს დამატებული. ქველმოქმედება- “ნიუანსი” არცერთ შემთხვევაში არ არის. სხვა შემთხვევაში ვიტოვებ უფლებას სხვა ვიკიპედიის ადმინისტრატორებს მივმართო და განვიხილოდ რამდენად ღირებულია ქველმოქმედების ფაქტორის აღნიშვნა, თუ ასეთი არტისტსის მიერ ტარდება და აქტუალურ როლს უძღვნის ამ “ნიუანსს” მადლობაAsuasგანხილვაწვლილი12:13, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ნუ დამეთანხმები! მაგ ინფორმაციის ნახევარს წყარო არ ჰქონდა. მთლიანი ეგ აბზაცი კი მხოლოდ რეკლამას და პიარს ემსახურებოდა, რისი ადგილიც ჩვენთან არ არის. გიოოქრო12:18, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
მივწერე ცანგალას. მოდი ვნახოთ, რას იტყვის. სხვასაც მიწერ. ქველმოქმედება და პიარი ძალიან შორს დგანან ერთმანეთისგან. წყაროები ინტერნეტში საკმარისია, დავამატებ.Asuasგანხილვაწვლილი12:32, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
@Asuas: გაერკვიეთ ჯერ იმაში, რომ მე ადმინი არ ვარ და ნუ მომნიშნავთ, როგორც ადმინს. როგორც რიგით მომხმარებელს კი არ მაინტერესებს ეს საკითხი და არ ვაპირებ ჩარევას. მადლობა. --Wiki -ჯაბა16:35, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
@Asuas: რაღაც სისულელეს მიწერ. წერილი, რომელიც ადრე მე, მეჰმან97-მა და ჯაბა1977-მა მივწერეთ ერთ მომხმარებელს აქ მომწერე რისთვის? და მერე ტონსა და „რესპექტზე“ მელაპარაკები? იქნებ მართლა ცოტა სერიოზულად მოეკიდო ყველა საკითხს, რასაც ქართულ ვიკიპედიაში წამოიწყებ. და „გაგვირკვევენ“ რას ჰქვია? თავი სად გგონია? არ ვიცი. გიოოქრო16:49, 14 მაისი 2019 (UTC)პასუხი
გიო ეგ მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო კირილ თუმანოვის ვერსიაა და მაშინ ინგლისური ვერსი უნდა ჩავსვათ მთლიანად, ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოების თარგმნის შემდგომ? ამჟამინდელ საქართველოს მმართველთა სიაში, განხილვაში მიწერია თუ რომელი ვერსიებიდანაა, მათ შორის საქართველოს სამეფო სახლის ვერსია (მითითებულია ასევე საიტები).--212.72.158.12206:26, 17 მაისი 2019 (UTC)პასუხი
Pages using Timeline იწერება... მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო ვცდილობ ისე ვთარგმნო როგორც ინგლისურ ვერსიაშია, მაგრამ შესაქმნელია რიგი გვერდები და ამის გამო ვერ ვქმნი კატეგორიებს. ნახე და მიხვდები თუ რისი თქმა მინდა (სულ ქვემოთ, სქოლიოსთან ვგულისხმობ). მაგალითად:
ბაგრატ IV-სთან დაკავშირებით მინდოდა ორიო სიტყვა მეთქვა. რატომ არ არის ეს მეფე თარგმნილი? მსგავსად სტეფანოზ IV-ისა აქაც არეულობაა. თუ არ შეწუხდები იმერეთის მეფეთა ცხრილს დახედე. დიდი გარკვევა არ სჭირდება. მარტივად ნახავ. ეს ის ბაგრატია სიმონ I-მა რომ დაატყვევა. არეულობაში რას ვგულისხმობ, იმერეთის სამეფოს მეფეებს თუ ჩაყვები შეამჩნევ, რომ ბაგრატ III 1510–1565 წლებში მეფობდა. ბაგრატი IV კი მხოლოდ 1590 წელს. შემდგომი ბაგრატი ისევ IV-ედ გვევლინება, რომლის მეფობის დასაწყისად 1660 წელი მიიჩნევა (საინტერესოა თუ როგორ მოახერხა გარდაცვლილმა ბაგრატმა ხელმეორედ გამეფება?!) 1660 წელს ვინც დაიწყო მმართველობა ის ბაგრატ V-ა რეალურად. ანუ ეს ბაგრატი არა IV, არამედ V-ა.
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ4 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გამარჯობა, ახალბედა ვარ ვიკიპედიაზე, და ვერაფრით მივხდი - რატომ იშლება სტატია კომპანიის შესახებ მაშინ, როდესაც ის არაფრით განსხვავდება მაგალითად tegeta motors-ის გვერდისგან - მომყავს კონკრეტული მაგალითი, სადაც იგივე შინაარსის ინფორმაციაა და კიდევ უფრო მეტად სარეკლამო ხასიათის https://ka.wiki.x.io/wiki/Tegeta_Motors
წაშლის ნაცვლად იქნებ დამეხმაროთ თუ რაიმე ხარვეზია ტექსტში იმის კორექტირებაში.
ასე მესმის, როდესაც მომხმარებელი უფლებამოსილია სტატიის ასეთ მართვაზე მას პასუხისმგებლობაც აქვს, რომ შეთანხმებით გააკეთოს და როგორც მინიმუმ აუხსნას ახალბედას. ეს ბმული, რაც გამიზიარეთ ე.წ. სავარჯიშო არ არის საკმარისი.
დიდი მადლობა წინასწარ.— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმამაკა ასათიანი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
Однако в Национальной библиотеке парламента Грузии есть каталог — გმირი გოგონა : [ჩაის მკრეფავი ნათელა ჩელებაძე] (Героиня [чаевод Нателла Челебадзе]). გიოოქრო07:52, 25 მაისი 2019 (UTC)პასუხი
„Деревня известна тем, что в ней в 1830—1860 года жил известный грузинский писатель и общественный деятель Даниел Чонкадзе. В смутные 1916—1918 годы дом Чонкадзе был необитаем и почти полностью разграблен. В 1920-х годах в этом здании была открыта школа. Затем школа расширилась и стала семилетней. Дом был занят местным советом, который позднее был переведён в специально построенное отдельное здание. В 1973 году здание совета сгорело, и он снова разместился в доме Чонкадзе. К этому времени этот дом был пуст, потому что в 1972 году местная школа получила новое здание и была переведена туда. С 1973 по 1979 год дом Чонкадзе занимала также библиотека. В 1979 году дом был отремонтирован и в 1984 году в нём был открыт дом-музей Даниэля Чонкадзе.“
@Lasha-george: ქსე-ში ვერაფერი ვნახე, მაგრამ საქართველოს ისტორიის III ტომში (გვ. 252) წერია:
„... მალე, ექვსი თვის შემდეგ დარეჯანმა შეთქმულება მოაწყო, ბაგრატი ტახტიდან ჩამოადგდო, თვალები დასთხარა და ცოლიც წაართვა. მან ქმრად შეირთო ვახტანგ ბაგრატიონი, იმერეთის ბაგრატიონების შორეული ნათესავი, ჭუჭუნიაშვილის ზედწოდებით ცნობილი და მეფედ გამოაცხადა.“
100%-ით ვახტანგ ჭუჭუნიაშვილია, წყაროებში მოხსენიებული როგორც ბაგრატიონთა შორეული ნათესავი და არაა აუცილებლობა მისი ბაგრატიონის ეპითეტით მოხსენიება. უბრალოდ რომ დავტოვოთ სახელწოდება ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი. ვიფიქრე ასევე ვახტანგი (იმერეთის მეფე), მაგრამ თუ უზურპატორი იყო და რიგითობა არ მინიჭებია მიუხედავად მეფობისა, მაშინ უბრალოდ ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი აჯობებდა (რა ეპითეტითაც არაა მოხსენიებული აქ).--Lasha-georgeგანხილვაწვლილი19:49, 26 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ8 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 2 ადამიანი
გიორგი გამარჯობა! ხელმწიფე=Государь=Gosudar (ანალოგიურ გვერდებზე უნდა ჩანდეს ხელმწიფე და Государь, Gosudar). Государственная дума – სახელმწიფო დუმა, Государство – სახელმწიფო; აქედანაა სიტყვა ხელმწიფე. მაგრამ, Монарх რუსულ ვიკიპედიაში გადადის სიტყვა Государь (монарх)-იდან, რაც ქართულ ანალოგიაში გადათარგმნილია როგორც მეფე (რაც არასწორია. უნდა ეწეროს ხელმწიფე (მონარქი) ან უბრალოდ მონარქი, როგორც ინგლისურშია), რადგან King მეფის გვერდი არსებობს.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი08:50, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ხელმწიფე — სუფთა ქართული წოდებაა (სტატიაშიც აღნიშნულია) და Государь-ს ვერ მიებმევა. Государь თავის მხრივ სუფთა რუსული წოდებაა. ამიტომ „გოსუდარი“ უნდა შეიქმნას ქართულში და ისე მიებას რუსულს.
სხვადასხვა რომაა მეც ეგ ვთქვი. ხელმწიფე ქართულია და არა რუსული, გოსუდარი კი რუსულია. ხელმწიფე და გოსუდარი ერთიდაიგივე მნიშვნელობისა არ არის. მთავარზე კი წერია „მთავარი — სლავებისა და ზოგიერთი სხვა ხალხის ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს ან პოლიტიკური გაერთიანების მეთაური“ და შესაბამისად ჩვენთანაც გამოიყენება და სლავებშიც. ხელმწიფეში მხოლოდ საქართველოზე წერია. გიოოქრო09:52, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კი მაგრამ პირდაპირი თარგმანით ხელმწიფე და Государь ერთიდაიგივე მნიშვნელობისაა, მაგრამ შესაძლებელია ითარგმნოს ანუ ქართულ ტექსტს დაემატოს. სხვადასხვა ნამდვილად არაა. Государство – სახელმწიფო, აქედან წარმოიშვა სიტყვა Государь – ხელმწიფე. მეთაური глава.--Lasha-georgeგანხილვაწვლილი10:02, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ჩეხურში წერია (ინგლ. თარგმანი) — „Gosudar (Russian: государь) is the designation of a Russian ruler existing from the mid 14th century until 1917.“ ანუ გოსუდარი თარგმანში შეიძლება ხელმწიფეს ნიშნავდეს, მაგრამ არცერთი წყარო არ ამტკიცებს, რომ ეს წოდებები ერთიდაიგივეა. ქართულში მხოლოდ ქართულზე წერია, რუსულში მხოლოდ რუსულზე და ჩეხურშიც ასევე რუსულზე. გიოოქრო11:31, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
Dear friend, glad you speak English. The most reliable source is Union of Azerbaijani Writers where all documents are taken into account. Also i sent you a book which was published back in 1950. Soviet Encyclopedia may made a mistake which affected all local Soviet Encyclopedias as well. This is my conclusion after hours of research.--Toghrul Rahimliგანხილვაწვლილი12:48, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
Numerous sources indicate different dates. So both of them must write. The advantage will be given to the date, proposed by you. გიოოქრო12:55, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ1 კომენტარიდისკუსიაში მონაწილეობს 1 ადამიანი
გამარჯობა გიო ოქრო,
დაახლოებით 2-წელია ვაწარმოებ მამაჩემის ჯუმბერ დოჭვირის გვერდის სრულყოფას, მაქსიმალურად ვცდილობდი კარგად წაკითხვადი ყოფილიყო. დაახლოებით ათი დღის წინ გვერდი უმოწყალოდ დაამახინჯეთ, შეკვეცეთ და უხეში შეცდომები შეიტანეთ მასში, ჩვენს დაუკითხავად. მსგავსი გვერდები ბევრი მინახავს ერთე-ერთს მაგალითისთვის აქაც წარმოგიდგენთ https://en.wiki.x.io/wiki/Giorgi_Japaridze, თქვენ რატომ გვიშლით ხელს პიროვნების სრულყოფილად წარმოდგენაში?
გთხოვთ აღადგინოთ მამაჩემის -ჯუმბერ დოჭვირის გვერდის ბოლო ვერსია, ანს საერთოდ გააუქმოთ იგი.— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაJumber Dochviri (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ზუსტად რომ არედაქტირებდით ამდენი ხანი და წყარო არ იყო მითითებული, მაგიტო გაუქმდა. ოჯახის ნებართვა არ მჭირდება რაიმე ცვლილების განხორციელებისათვის. სტატიის განხილვის გვერდი ნახეთ, სადაც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ვიკიპედია ენციკლოპედიაა და არა ბლოგი, სადაც ყველაფრის დამატება შეიძლება. გიოოქრო16:45, 28 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ვიკიპედიაში ჩასმამდე განხილვა თემისა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები 1801 წლის შემდეგ