ნათელა მაჭავარიანი
ნათელა მაჭავარიანი (დ. 6 ივლისი, 1939 , თბილისი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მსახიობ გეგა კობახიძის დედა.
ნათელა მაჭავარიანი | |
![]() ![]() საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2010 – 2014 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
დაბადებული | 6 ივლისი, 1939 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | გეგა კობახიძე |
საქმიანობა | მსახიობი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირებანათელა მაჭავარიანი დაიბადა 1939 წლის 6 ივლისს, თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 ქალთა საშუალო სკოლა, 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 1974–1979 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1974–2009 წლებში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი.
გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია. ასევე სიგელი და პრემია სპექტაკლში „სადა ხარ სოფიკო“ — სოფიკოს როლის შესრულებისათვის. 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით „ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“.[1]
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირებანათელა მაჭავარიანი 2006 წლიდან სალომე ზურაბიშვილის პარტია „საქართველოს გზის“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2010 წლის მოწვევის თბილის საკრებულოს წევრი გახდა.[2]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1986: „ორომტრიალი“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1986: „ბებია ყველასათვის“ რეჟ. ნანა დვალიშვილი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბოგვერაძე, მარიამ (9 მარტი, 2021). „პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე 8 ქალი დააჯილდოვა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანი იქნება.