ნატალია პავლიაშვილი
ნატალია პავლიაშვილი (დ. 5 მაისი, 1957, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).
ნატალია პავლიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1957 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1980-1981 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981-1990 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990-1993 წლებში - უფროსი მასწავლებელი; შემდგომში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მიკროჰემოცირკულაციას, ონკოლოგიის, „მოჭყლეტვის სინდრომის“ საკითხებს. ეკუთვნის „სასუნთქი სისტემის პათოფიზიოლოგიის“ სასწავლო-მეთოდური მითითება.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1987 წელს „რეგიონური სისხლის მიმოქცევისა და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებები ანთებად კერაში ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2003 წელს „ორგანიზმის რედოქს-სტატუსის, ერითროციტების და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებების როლი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის პათოგენეზში და მათი კორექციის გზების ძიება“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- პათოფიზიოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი (რედაქტორი) // ნაწილი 1, თბ., 2019, გვ. 120 - ISBN: 9789941956782
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 232
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 359