ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლოზ ჯანდიერი (დ. 24 ნოემბერი, 1873, ზაქათალა — გ. 22 დეკემბერი, 1964) — ქართველი ექიმი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქართული სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიით ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 1899 წელს წარმატებით დაასრულა სწავლა.

ავსტრიაში დახელოვნდა პროფესორ აიზელსბერგისა და ნოტნაგელის კლინიკებში, ხოლო გერმანიაში – პროფესორ ბორისისა და ბერგმანის კლინიკებში. პროფესიული საქმიანობა დაიწყო რუსეთში, კასტორნაიაში, სადაც საექიმო პუნქტის გამგედ მუშაობდა. 1904 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა სიღნაღის მაზრის ექიმად. 1904-1917 წლებში სიღნაღში მოღვაწეობისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის განვითარების პროცესში. მის ინიციატივით სოფელ ვაქირში, ანაგაში, ბაკურციხეში, დედოფლისწყაროში, კელმეჩურსა და ჭიაურაში გაიხსნა აფთიაქები, ხოლო ნოვოალექსეევკაში – საფერშლო პუნქტი. ბოდბის დედათა მონასტრის სემინარიის მოსწავლეებისა და მონაზვნებისთვის მან ოთხსაწოლიანი სასკოლო საავადმყოფო დააფუძნა.

ასევე მონაწილეობდა კახეთის რკინიგზის მშენებლობაში და 1914 წელს რკინიგზის სადგურის მიმღები კომისიის წევრი იყო. მისი აქტიური მხარდაჭერით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი და ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. იგი იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი თბ., 2001 გვ. 316

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება