ოემი
ოემი (ფრანგ. Oyem) — ქალაქი გაბონში, ვოლო-ნტემის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთში, მდინარე ნტემის ნაპირზე.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ოემი ფრანგ. Oyem | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
პროვინცია | ვოლო-ნტემი | ||
კოორდინატები | 01°36′00″ ჩ. გ. 11°34′00″ ა. გ. / 1.60000° ჩ. გ. 11.56667° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 914 მ | ||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||
მოსახლეობა | 60 685 კაცი (2013) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს პლატოზე, ზღვის დონიდან 914 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქი ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სატრანსპორტო ცენტრია[1]. ქალაქი ოემი მდებარეობს 411 კმ მანძილზე გაბონის დედაქალაქ ლიბრევილიდან[2].
ისტორია
რედაქტირებაქალაქს ოემი დაერქვა დიდი ხის პატივსაცემად, რომელიც იზრდებოდა ქალაქის შემოგარენში. 1990-იან წლებში გააუპატიურეს და დახოცეს რამდენიმე ქალი მშვიდობის კორპუსიდან, რაც გახდა რეგიონის უსაფრთხოებისადმი ეჭვის საფუძველი.
2004 წლის მარტში ქალაქი მოექცა ცოფიანი ძაღლების ალყაში, რომლებმაც დახოცეს ქალაქის სამი მაცხოვრებელი. ქალაქის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დაეხოცა 50 მაწანწალა ძაღლი[3].
2004 წლის ოქტომბერში ქალაქი ოემი დაზარალდა წყლის უკმარისობით და ელექტროენერგიის გამორთვით. ამავე წლის დეკემბერში იფეთქა ტიფის ეპიდემიამ, რომელიც გავრცელდა ჩრდილოეთ გაბონის მთელ ტერიტორიაზე[2]. ქალაქ ოემიში დარეგისტრირებულია დაავადების დაახლოებით 50 შემთხვევა.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქ ოემიში მოყვანილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია კაკაო და ყავა, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით მიაქვთ კამერუნის კრიბის და დუალის პორტებში, საიდანაც ექსპორტზე გადის სხვა ქვეყნებში. აქ ასევე აწარმოებენ კაუჩუკს და კარტოფილს[1].
მომსახურება
რედაქტირებაქალაქში ფუნქციონირებს საავადმყოფო, ორი ეკლესია, სასოფლო-სამეურნეო სკოლა, სახელმწიფო საშუალო სკოლა და საბაჟო[1].
დემოგრაფია
რედაქტირებაწელი | მოსახლეობა[4][5] |
---|---|
1993 | 22 669 |
2013 | 60 685 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Oyem. Encyclopædia Britannica (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2011-05-08.
- ↑ 2.0 2.1 Typhoid fever breaks out in northern Gabon(ინგლისური) // Asia Africa Intelligence Wire.
- ↑ Gabonese town slays 50 stray dogs(ინგლისური) // Asia Africa Intelligence Wire.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-24.