ოთარ ევტიხის ძე ჩერქეზია (დ. 26 სექტემბერი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 ოქტომბერი, 2004, თბილისი) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სკკპ წევრი 1955 წლიდან.

ოთარ ჩერქეზია
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მე-8 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი, 1986 – 29 მარტი, 1989
წინამორბედიდიმიტრი ქართველიშვილი
მემკვიდრეზურაბ ჩხეიძე

დაბადებული26 სექტემბერი, 1933,
თბილისი
გარდაცვლილი23 ოქტომბერი, 2004 (71 წლის)
თბილისი
ეროვნებაქართველი
რელიგიაათეიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა საქართველოს ვ. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1957 წლიდან. 1957-1959 წლებში იყო ალკკ ცკ-ის სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობის გამგე. 1959-1960 წლებში მუშაობდა სრულიად საკავშირო ალკკ ცკ-ის აპარატში მოკავშირე რესპუბლიკების კომკავშირულ ორგანოთა განყოფილების პასუხისმგებელ ორგანიზატორად, შემდეგ — სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ.

1961 წლიდან იყო საქართველოს ალკკ ცკ-ის პირველი მდივანი. 1967 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა: 1967-1970 წლებში საქართველოს კომპარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1970-1972 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის მეცნიერთა და მასწავლებელთა განყოფილების გამგე, ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1973 წლის თებერვლიდან საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, 1985 წლის სექტემბრიდან პირველი მოადგილე, 1986-1989 წლებში — თავჯდომარეა. 1989 წელს იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

1992 წლიდან იგი დიპლომატიურ სამუშაოზეა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2004 წლიდან ასოციაციაში „რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო“.

ჩერქეზია არჩეული იყო საქართველოს სსრ-ის VIII-X, სსრკ VII, XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. იყო საქართველოს კპვ ცკ-ის ბიუროს წევრი.

დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება