ორთოპედია
ორთოპედია (ბერძ. ὀρθός [orthos] — „სწორი“, „პირდაპირი“ და παιδεία [paideia] — „აღზრდა“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ხერხემლისა და კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების პროფილაქტიკას და მკურნალობის მეთოდებს.[1]

ზოგიერთ ქვეყანაში ტრავმატოლოგიასთანაა გაერთიანებული ერთ სამედიცინო დისციპლინად. მეცნიერება ორთოპედიას საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ექიმმა ანდრიმ. ორთოპედიული სამკურნალო დაწესებულებები მეთვრამეტე ს-ის ბოლოს გაჩნდა. ორთოპედიის ჩამოყალიბებისას ფართოდ იყენებდნენ რედრესაციას, კიდურის დაჭიმვას მოტეხილობის დროს, თაბაშირის ნახვევს, მასაჟს, სამედიცინო ვარჯიშებს. ასეპტიკის, ანტისეპტიკის და ნარკოზის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ორთოპედიაში ოპერაციული მეთოდების გამოყენება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. მაჭავარიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 570.