პარაგვაის დროშა
პარაგვაის დროშა (ესპ. bandera de Paraguay) — მიღებულ იქნა 1842 წელს. იგი ერთადერთი ეროვნული დროშაა, რომლის წინა და უკანა მხარესაც სხვადასხვანაირი გერბია გამოსახული.





აღწერა
რედაქტირებადროშის თითოეული მხარე სამი თანაბარი, ჰორიზონტალური ზონარისგან შედგება: წითელი, თეთრი და ლურჯი. შუა, თეთრ ზონარზე გამოსახულია ემბლემა. წინა მხარეს გამოსახული ემბლემა პარაგვაის სახელმწიფო გერბს წარმოადგენს: ყვითელ, ხუთქიმიან ვარსკვლავს, მწვანე გვირგვინით, რომელზეც წაწერილია სიტყვები — REPUBLICA DEL PARAGUAY (პარაგვაის რესპუბლიკა). უკანა მხარეს გამოსახული ემბლემა პარაგვაის ხაზინის ბეჭედია, რომელზეც ასევე წაწერილია სიტყვები — REPUBLICA DEL PARAGUAY.
პარაგვაის დროშის ფერები ემთხვევა ნიდერლანდების თანამედროვე დროშის ფერებს.
დროშის დღე აღინიშნება 14 აგვისტოს.
ისტორიული დროშები
რედაქტირება-
1811 წლის პირველი დროებითი დროშა. პროპორცია: 2:3
-
1812-1826 წლების დროშა. პროპორცია: 1:2
-
1826-1842 წლების დროშა. პროპორცია: 2:3
-
1842-1954 წლების დროშა. პროპორცია: 2:3
-
1954-1988 წლების დროშა. პროპორცია: 1:2
-
1988-1990 წლების დროშა. პროპორცია: 3:5