პეტრჟალკა
პეტრჟალკა (სლოვაკ. Petržalka, უნგრ. Pozsonyligetfalu, გერმ. Engerau) — ბრატისლავის ერთ-ერთი უბანი, რომელიც მდებარეობს ბრატისლავა V-ის რაიონში. იგი წარმოადგენს ბრატისლავის ყველაზე დიდ უბანს და სლოვაკეთში ყველაზე დიდ საცხოვრებელ მასივს 117 000 მცხოვრებით. მდებარეობს უშუალოდ ავსტრიის საზღვართან.


ისტორია
რედაქტირებაპეტრჟალკა ისტორიულ წყაროებში პირველად 1225 წელს იხსენიება. XIX საუკუნის ბოლოს აქ უკვე იყო დიდი სოფელი 500-ზე მეტი მცხოვრებით. პირველი სარკინიგზო ხიდი, რომელმაც პეტრჟალკა ბრატისლავასთან დააკავშირა 1891 წელს აიგო. 1970-იან წლებში აქ აიგო უზარმაზარი საცხოვრებელი მასივი.