პიეტრო დ’აბანო
პიეტრო დ’აბანო (დ. 1250 — გ. 1316) — იტალიელი ექიმი, ფილოსოფოსი, ასტროლოგი. დაიბადა აბანო-ტერმეში ქალაქ პადუასთან ახლოს. ასწავლიდა მედიცინას პადუას უნივერსიტეტში. როგორც ნეოპლატონიკოსი და ავეროესის მიმდევარი დააპატიმრა ინკვიზიციამ და პადუას ციხეში გამოამწყვდია. პატიმარი საგამოძიებო პროცესის დამთავრებამდე ციხეშივე გარდაიცვალა 1316 წელს.

ლიტერატურა
რედაქტირება- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, გვ. 46, თბ., 2007