პიუს V
პიუს V, ერისკაცობაში ანტონიო მიკელე გისლიერი იტალ. Antonio Michele Ghislieri, (Pius V; დ. 17 იანვარი, 1504 — გ. 1 მაისი, 1572) — რომის პაპი 1566 წლიდან. კარდინალი — 1557 წლიდან. პროტესტანტების დაუძინებელი მტერი. ესპანეთსა და ვენეციასთან ერთად შექმნა ანტიოსმალური ლიგა, რომლის ფლოტმაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლეპანტოს ბრძოლაში. კანონიზებულია რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, მოხსენიების დღეა 5 მაისი. .

ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 89.
წინამორბედი: პიუს IV |
რომის პაპი 1566 — 1572 |
შემდეგი: გრიგოლ XIII |
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: