...ინგლის-ზანზიბარის ომი, რომელიც 1896 წლის 27 აგვისტოს მოხდა ინგლისსა და ზანზიბარის სულთანს შორის, მხოლოდ 45 წუთი მიმდინარეობდა და ყველაზე ხანმოკლე ომია კაცობრიობის ისტორიაში...
...მენის კუნძულზე ქალაქგარეთ ავტომობილით მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა პრაქტიკულად არ არსებობს, რაც მას მიმზიდველს ხდის სწრაფი ტარების მოყვარულთა შორის ბრიტანეთში...
...1830 წლის 15 სექტემბერს ლივერპული-მანჩესტერის სარკინიგზო ხაზის გახსნისას ინგლისის პარლამენტის დეპუტატი უილიამ ჰასკინსონი მატარებელს ქვეშ მოყვა და იქვე დაიღუპა; რის შემდეგაც მან სახელი გაითქვა, როგორც პირველმა ადამიანმა, რომელიც მატარებლმა იმსხვერპლა...
გთხოვთ თქვენს მიერ ახალი დაწერილი და/ან გადაკეთებული სტატიები ჩაამატოთ ამ სიას თავში. შესწორებების შეტანა ვიკიპროექტის გვერდზე აღარაა საჭირო. სტატიის სათაურის წინ უნდა იყოს *, ხოლო მის გვერდით თვე და რიცხვი. სტატიის ჩამატება
გამქრალი ქალწული (ინგლ.Missing Virgin) არის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე1867 წელს გამოშვებული ლეგენდარული საფოსტო მარკა. საფოსტო მარკა დაიბეჭდა თეთრ ტონირებულ ქაღალდზე ლითოგრაფიული ტექნოლოგიით ლონდონში კომპანიის Waterlow and Sons Ltd. (შპს ვატერლოუ და ძმები) გამომცემლობაში. დიზაინი და ყალიბი მოამზადა Nissen & Parker Ltd (შპს ნისენ და პარკერი). მარკაზე ჭიაფერი და შავი ფერების გამოყენებით გამოსახულია წმინდა ურსულას გამოსახულება. მარკის ნომინალი შეადგენდა 1 შილინგს. ერთ ფურცელზე 4 რიგად განლაგებული იყო 5-5 მარკა, სულ 20 მარკა. მარკები დაკბილულია, პერფორირებული.
ტიპოგრაფიული მონაცემების თანახმად, აღნიშნული მარკის ბეჭდვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ იბეჭდებოდა ვარდისფერ-ჭიაფერის საღებავით და შემდეგ შავი საღებავით. ბოლოს ხდებოდა დაკილვა-პერფორაცია. ბუნებრივია, გაუგებარია სად დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი, როგორ გამორჩა ფურცელს შავი საღებავის დადების ეტაპი ან ასეთი ფურცელი რატომ მოხვდა პერფორაციის ეტაპზე. (...სრულად)
არამათემატიკოსები მას მეტწილად იცნობენ 1940 წელს დაწერილი ესსეთი "მათემატიკოსის აპოლოგია", რომელიც მათემატიკის ესთეტიკას ეხება. ეს აპოლოგია ხშირად მოიაზრება, როგორც მათემატიკოსის ანალიტიკური გონების ერთ-ერთი საუკეთესო აღწერა ფართო აუდიენციისთვის.
1914 წლიდან მისი ურთიერთობა, როგორც მენტორის, ინდოელ მათემატიკოს სრინივასა რამანუჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ჰარდიმ თითქმის მყისიერად ამოიცნო გაუნათლებელ რამანუჯანში გენიოსური ნიჭი და ისინი მჭიდრო თანამშრომლები ხდებიან. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვაზე, თუ რა იყო მისი უდიდესი წვლილი მათემატიკაში, მან უყოყმანოდ განაცხადა, რომ ეს რამანუჯანის აღმოჩენა იყო. ჰარდიმ მათ თანამშრომლობას "ჩემი ცხოვრების ერთი [მთავარი] რომანტიული ინციდენტი" (ინგლ. "the one romantic incident in my life") უწოდა. (...სრულად)
პულტენის ხიდი (ინგლ. Pulteney Bridge), მდებარეობს მდ. ავონზე, ბათში, ინგლისი, და აიგო 1773 წელს. პროექტის ავტორია რობერტ ადამი. ეს არის ერთ-ერთი იმ ოთხი ხიდიდან მსოფლიოში, რომელსაც მთელ პერიმეტრზე მაღაზიები აქვს ჩამწკრივებული.