ომის პორტალი
ომის პორტალი
პორტალი პროექტი კატეგორიები მონაწილენი
არქივი რედაქტირება 

რჩეული სტატია

ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელმაც ესპანეთი გაანადგურა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.). ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.

რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.

ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა "პირველი მედია ომი", ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები, რომელთაც საკუთარი წვლილის შეტანა სურდათ "მიზეზის მხარდასაჭერად". უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ კაპა. (…სრულად)

არქივი რედაქტირება 

რჩეული ციტატა

ჰეროდოტეს ბიუსტი
ჰეროდოტეს ბიუსტი
ვიკიციტატა
„მშვიდობისას შვილები მარხავენ მამებს, ომში კი მამები შვილებს“
არქივი რედაქტირება 

რჩეული მხედართმთავარი

პაულ იოზეფ გებელსი (გერმ. Paul Joseph Goebbels, IPA: [ˈɡœbəls]) (დ. 29 ოქტომბერი, 1897, რაიდტი (მენხენგლადბახი), გერმანია — გ. 1 მაისი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში. უამრავ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებასთან ერთად 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი. ის იყო გერმანიის დიქტატორი ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და ყველაზე ერთგული მიმდევარი. გებელსი ცნობილი იყო შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით; მრავალი ისტორიკოსი მას მიაწერს კრისტალნახტის ორგანიზაციას.

გებელსმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1921 წელს, სადაც სადოქტორო დისერტაცია XVIII საუკუნის გერმანული რომანტიზმის თემაზე დაიცვა. მომდევნო წლებში ის ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბანკის კლერკად და სააქციო ბირჟის გარიგებების დარბაზში კოტირებების აგენტად. ამ პერიოდში მან რამდენიმე რომანი და პიესა დაწერა, თუმცა გამომცემლები მათ დაბეჭდვაზე უარს ამბობდნენ. გებელსი ნაცისტურ პარტიას 1923 წელს გაეცნო ფრანგების მიერ რურის ოკუპაციის პერიოდში, 1924 წელს კი მისი წევრი გახდა. ამავე წელს ის პარტიის ბერლინის რეგიონალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის საკუთარ პროპაგანდისტულ ნიჭს სრულად ამჟღავნებს, რისი წყალობითაც წარმატებით ებრძვის ადვილობრივ სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებს მის მიერ მომზადებული ნაცისტური პროკლამაციებით. 1928 წლისთვის ის უკვე ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი გახდა.

1933 წელს ნაცისტების გერმანიის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ის პროპაგანდის მინისტრად დაინიშნა. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ამ პოსტზე ნაცისტების მიერ უარყოფილი წიგნების სახალხო დაწვა იყო. ის მალე გერმანიის ყველა საინფორმაციო წყაროზე სრულ კონტროლს აწესებს. მისი დანიშვნიდანვე თავდასხმები გერმანელ ებრაელებზე სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. ებრაელებზე დევნამ კულმინაციას 1938 წელს კრისტალნახტში მიაღწია, რომელიც ნაცისტების მიერ განხორციელებული პირველი ღია "პოგრომი" გახდა. (…სრულად)

რედაქტირება 

კატეგორიები

რედაქტირება 

სხვა პროექტებში

არქივი რედაქტირება 

რჩეული სურათი

რუსეთის ავიადამშენები გორის საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს, 9 აგვისტო, 2008 წელს. წყარო: როიტერსი. [1]
არქივი რედაქტირება 

იცოდით, რომ