პორტალი:საქართველო/ძირითადი მოვლენები
საქართველოს ძირითადი ისტორიული მოვლენები
რედაქტირებაიანვარი
რედაქტირებათებერვალი
რედაქტირებამარტი
რედაქტირებააპრილი
რედაქტირება- 1851 : თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა.
- 1918 : თურქებმა ბათუმი დაიპყრეს.
- 1927 : ამიერკავკასიაში პირველმა ჰიდროელექტროსადგურმა ზაჰესი თბილისს პირველი დენი მისცა.
- 1950 : რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი ფოლადი გამოუშვა.
- 1978 : სახალხო მანიფესტაციების ფონზე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს სსრ-ის ახალ კონსტიტუციაში შეეტანა მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, შესახებ.
- 1989 : 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
- 1991 : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად ცნო.
მაისი
რედაქტირებაივნისი
რედაქტირება- 1724 : კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით რუსეთმა კასპიის სანაპირო შეინარჩუნა, ოსმალეთმა კი - თბილისი და ერევანი.
- 1857 : ტფილისში გამოიცა დღეისათვის უნიკალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საფოსტო მარკა ”ტფილისის უნიკა” (სურათზე).
- 1918 : თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ოპერა - გოგნიაშვილის "ქრისტინე".
- 1949 : ხანძარმა სრულიად გაანადგურა რუსთაველის თეატრი. შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს საარქივო ფოტოების მიხედვით.
- 2007 : რუსეთმა საქართველოს ოფიციალურად გადასცა ახალქალაქის სამხედრო ბაზა.
- 2009 : სეპარატისტულ რეჟიმებთან დაკავშირებული დავის გამო რუსეთმა საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას ვეტო დაადო.
ივლისი
რედაქტირება- 1 ივლისი, 1625 : მარაბდის ბრძოლაში ქართლ-კახეთის ლაშქარი ყიზილბაშებმა დაამარცხეს.
- 11 ივლისი, 2007 : პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისთვის საქართველოში ნატოს თოთხმეტ პარტნიორ ქვეყანათა საჰაერო ძალების წვრთნები ჩატარდა (11-19 ივლისი).
- 20 ივლისი, 1992 : სატვირთო თვითმფრინავი ტუ-154 ჩამოვარდა თბილისის გარეუბანში, დაიღუბა 40 მგზავრი.
- 23 ივლისი, 1992 : აფხაზეთის უზენაესი საბჭო საქართველოსგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 24 ივლისი, 1783 : რუსეთმა და საქართველომ გეორგიევსკის ტრაქტატს (სურათზე) მოაწერეს ხელი.
- 31 ივლისი, 1992 : საქართველო გაეროს წევრი გახდა.
აგვისტო
რედაქტირება- 6 აგვისტო, 1783 : საქართველო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ შევიდა.
- 7 აგვისტო, 2008 : ცხინვალის რეგიონში ოს სეპარატისტთა და საქართველოს შინაგან ჯარებს შორის კონფლიქტი მასშტაბურ ომში გადაიზარდა.
- 12 აგვისტო, 1121 : დიდგორის ბრძოლაში ქართული არმია დავით აღმაშენებლის (სურათზე) მეთაურობით სახელგანთქმულ სელჩუკთა მეთაურ ილღაზს ამარცხებს.
- 15 აგვისტო, 1185 : თამარ მეფემ ქვაში ნაკვეთი ქალაქი ვარძია აკურთხა.
- 25 აგვისტო, 1990 : აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 26 აგვისტო, 2002 : საქართველოს პარლამენტმა დსთ-დან გამოსვლასა და ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას დაუჭირა მხარი.
- 29 აგვისტო 1932 : სურამის უღელტეხილზე პირველი ელექტრომატარებელი გავიდა.
სექტემბერი
რედაქტირება- 15 სექტემბერი, 1979 : თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი (მწვანედ სქემაზე) გაიხსნა.
- 19 სექტემბერი, 2007 : ქართველ არქეოლოგთა ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში 1,8 მილიონი წლის ოთხი ადამიანისმაგვარი არსების ნამარხი აღმოაჩინეს.
- 20 სექტემბერი, 1990 : სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 21 სექტემბერი, 1578 : კახთა მეფე ალექსანდრე II-სა და ოსმალების მთავარსარდალ მუსტაფა ლალა-ფაშას შორის დადებული სართიჭალის ზავით კახეთმა მშვიდობის სანაცვლოდ ყოველწლიური ხარკი იკისრა.
- 24 სექტემბერი, 1801 : რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა.
- 27 სექტემბერი, 1993 : აფხაზეთის ომის გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმი რუსებმა აიღეს, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლ-კარი მიეტოვებინა.
ოქტომბერი
რედაქტირება- 1872 : საქართველოს რკინიგზაზე პირველი რეისი განხორციელდა თბილისი-ფოთის მიმართულებით.
- 1921 : ყარსის ხელშეკრულებით ართვინი და არტაანი თურქეთის მფლობელობაში გადავიდა.
- 1979 : თბილისში პირველად აღინიშნა „თბილისობის“ დღესასწაული.
- 1990 : საქართველოში პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" მოიპოვა გამარჯვება ზვიად გამსახურდიას (სურათზე) ხელმძღვანელობით.
- 1992 : საქართველო იუნესკო-ში გაწევრიანდა.