პრაღის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
პრაღის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ჩეხ. Kostel sv. Mikuláše) — ეკლესია ძველი ქალაქის მოედანზე პრაღაში. მონუმენტური რელიგიური ნაგებობა, ამჟამად ჩეხოსლოვაკიის ჰუსიტური ეკლესიის მთავარი ტაძარი.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 50°05′16″ ჩ. გ. 14°25′11″ ა. გ. / 50.08778° ჩ. გ. 14.41972° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ჩეხოსლოვაკიის ჰუსიტური ეკლესია |
ქვეყანა | ჩეხეთი |
ადგილმდებარეობა | ჩეხეთი |
სასულიერო სტატუსი | ჩეხოსლოვაკიის ჰუსიტური ეკლესიის მთავარი ტაძარი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ამჟამინდელი ეკლესია დგას ქალაქის ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ნაგებობის ადგილზე, რომელიც მოიხსენიება 1273 წლიდან. ეკლესია რამდენჯერმე გადააკეთეს, ბოლოს 1732-1737 წლებში არქიტექტორ კილიან დინცენჰოფერის პროექტით. მთავარ შესასვლელზე ქანდაკებების ავტორია ანტონინ ბრაუნი, ხოლო ფრესკების ავტორია ბავარიელი კოსმას დამიან აზამი. მოოქროვილი ინტერიერში წარმოდგენილია ორღანი ანგელოზების ფიგურებით, ვიტრაჟები წმინდა ვაცლავისა და წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებებით.
1870 წლიდან 1914 წლამდე ტაძარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფლობდა. ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ შეწირული ბროლის ჭაღი (ჰოროსი). ჭაღი დამზადდა ჰარახის მინის ცნობილ ქარხანაში და აქვს იმპერიული გვირგვინის სახე.
1945 წელს პრაღის აჯანყების დროს ეკლესია გამოიყენებოდა ჩეხი პარტიზანების მიერ, როგორც რადიო პრაღის საიდუმლო ადგილი.[1]
მართლმადიდებლურ შობასა და აღდგომაზე ტაძრის ირგვლივ ტარდება რელიგიური მსვლელობა.
გალერეა
რედაქტირება-
ღამის ხედი
-
შესასვლელი
-
ინტერიერი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Edwards, Ivana (1994) Praguewalks (en). Macmillan, გვ. 217–8. ISBN 9780805023602.