ჟოზეფ ფეში
მისი უსამღვდელოესობა კარდინალი ჟოზეფ ფეში (ფრანგ. Joseph Fesch; 3 იანვარი 1764, აიაჩო, კორსიკა — 13 მაისი 1839, რომი, პაპის ოლქი) — ფრანგი კარდინალი. ლიონის არქიეპისკოპოსი 1802 წლის 31 ივლისიდან. სანტა-მარია-დელა-ვიტორიას ეკლესიის მღვდელი-კარდინალი 1803 წლის 17 იანვრიდან 1822 წლის 2 დეკემბრამდე, იმავე დღიდან კომენდატორი. სან-ლორენცო-ინ-ლუჩინას ეკლესიის მღვდელი-კარდინალი 1822 წლის 2 დეკემბრიდან. კარდინალი-პროტოპრესვიტერი 1837 წლის 12 სექტემბრიდან.

ნაპოლეონის დედის ძმა, რომელიც მისი დახმარებით გახდა კარდინალი და მიიღო ლიონის არქიეპისკოპოსის კათედრა. ნაპოლეონის ომების დროს შეისყიდა 3000-მდე სურათი, რომლებმაც შექმნეს ფეშის მუზეუმის ბირთვი აიაჩოში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჟოზეფ ფეში“ ვიკისაწყობში.
- Ausführliche Biografie von Kardinal Fesch in Catholic Encyclopedia (ინგლისური)
- Das Fesch-Museum auf Korsika დაარქივებული 2013-06-15 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)