რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტი
ტერმინს „რეხა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რეხა.

რეხასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] წალკიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1658 მეტრზე[3] და განლაგებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვარზე. სოფელ რეხიდან უახლოეს დასახლებამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთამდე მანძილი 13-15 კილომეტრია.

სოფელი
რეხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°41′08″ ჩ. გ. 43°51′08″ ა. გ. / 41.68556° ჩ. გ. 43.85222° ა. გ. / 41.68556; 43.85222
მოსახლეობა 328[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86 %
ბერძნები 13 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი)
რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი)
რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი) — წალკის მუნიციპალიტეტი
რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი)

რეხას მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად, ისტორიული თრიალეთის ტერიტორია თითქმის მთლიანად დაიცალა, თუმცა რეხა იყო ერთადერთი ქართული სოფელი, რომელიც გადარჩა.[3]

წლების განმავლობაში რეხის მოსახლეობა განიცდიდა მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა მათ შეინარჩუნეს ქართულსულოვნება და ტრადიციები. 1830-იან წლებში წალკის მხარეში პასკევიჩმა თურქეთიდან ჩამოასახლა სომხები, მართლმადიდებელი თურქულენოვანი ბერძნები და მართლმადიდებელი თურქულენოვანი ქართველები არტაანის მხარედან.[3]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 328 177 151

კულტურა და ლეგენდები

რედაქტირება

რეხა გამოირჩევა ლეგენდებით და ზეპირი გადმოცემებით, რომლებიც სოფელში მდებარე მცირე სამლოცველოს უკავშირდება.[4] გადმოცემის თანახმად, თომა საბაძემ აღმოაჩინა ძველი ეკლესიის ნაშთი, როდესაც მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და მიუთითა ადგილზე. ადგილობრივები ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან.[3] ამ მხარეს მრავალი სასწაული უკავშირდება, მათ შორის, წყაროს წყლისა და სხვა საშუალებებით მორწმუნეთა განკურნება.

ეკონომიკა

რედაქტირება

რეხაში მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია სოფლის მეურნეობით. მოჰყავთ ხორბალი, ქერი და სხვა მარცვლეული კულტურები. კარგად არის განვითარებული მეცხოველეობა, განსაკუთრებით მსხვილფეხა პირუტყვისა და ცხვრის მოშენება.[4]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 რეხა — მისტიკური სოფელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19.
  4. 4.0 4.1 აღმოაჩინე წალკა, გზამკვლევი ტურისტებისათვის.