რიკარდო ვილა
რიკარდო ხულიო ვილა (ესპ. Ricardo Julio Villa; დ. 18 აგვისტო, 1952, როკი პერესი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა „კილმესის“, „სან-მარტინ-დე-ტუკუმანის“, „ატლეტიკო ტუკუმანის“, აველიანედას „რასინგ კლუბის“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსის“, „დეპორტივო კალის“, „დეფენსა ი ხუსტისიასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი 1981 „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შემადგენლობაში. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რიკარდო ხულიო ვილა | ||
დაბადების თარიღი | 18 აგვისტო, 1952 | ||
დაბადების ადგილი |
როკი პერესი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1970–1974 | კილმესი | 108 | (20) |
1973 | → სან-მარტინი | 10 | (3) |
1974–1976 | ატლეტიკო | 51 | (19) |
1976–1978 | რასინგ კლუბი | 52 | (6) |
1978–1983 | ტოტენჰემი | 133 | (18) |
1983 | სტრაიკერსი | 19 | (3) |
1984–1985 | დეპორტივო კალი | 0 | (0) |
1986–1989 | დეფენსა ი ხუსტისია | 93 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1978 | არგენტინა | 18 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1998–1999 | დეფენსა ი ხუსტისია | ||
2012 | დეფენსა ი ხუსტისია | ||
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2008 წლის 7 თებერვალს ოსვალდო არდილესთან ერთად შეიყვანეს „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ დიდების დარბაზში (ინგლ. Tottenham Hotspur Hall of Fame).[4]
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებარიკარდო ვილა საკლუბო კარიერას 1970 წელს, არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე კილმესის „ატლეტიკოში“ იწყებს, სადაც 1974 წლამდე თამაშობს. მის რიგებში არგენტინის ჩემპიონატის 108 მატჩში იღებს მონაწილეობას და 20 გოლი გააქვს.
1973 წელს, იჯარით, „სან-მარტინ-დე-ტუკუმანის“ რიგებშია, სადაც 10 შეხვედრაში 3 ბურთის გატანას ახერხებს. 1974–76 წლებში „ატლეტიკო ტუკუმანის“ ღირსებას იცავს (51 მატჩი, 19 გოლი).
1976–78 წლებში აველიანედას „რასინგ კლუბის“ შემადგენლობაშია (52 მატჩი, 6 გოლი).
1978 წლის ზაფხულიდან ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ აგრძელებს კარიერას. ამ გუნდთან ერთად 1981 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს ეუფლება,[5] როდესაც ორი მატჩის ჯამში „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტის“ ამარცხებს. ორივე შეხვედრა ამჟამინდელი „უემბლის“ წინამორბედ სტადიონზე იმართება. პირველი მატჩი ფრედ (1–1) მთავრდება, ხოლო მეორეს ლონდონელები იგებენ (3–2). ამ მატჩში ვილას ორი ბურთი გააქვს,[6] რომელთაგან ერთი, 2001 წელს, ამ სტადიონზე გატანილ ასწლეულის გოლად აღიარეს.[7] საერთო ჯამში, „ტოტენჰემის“ მაისურით, ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში — 179 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 25-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.
„ტოტენჰემის“ შემდეგ, ამერიკული „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსისა“ (1983) და კოლუმბიური „დეპორტივო კალის“ (1984–85) რიგებში ასპარეზობს.
სათამაშო კარიერას 1989 წელს, არგენტინულ „დეფენსა ი ხუსტისიაში“ ამთავრებს.
სტატისტიკა
რედაქტირება№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | კილმეს ატლეტიკო | არგენტინა | 1970–1974 | |
2 | სან-მარტინ-დე-ტუკუმანი | არგენტინა | 1973 | |
3 | ატლეტიკო ტუკუმანი | არგენტინა | 1974–1976 | |
4 | რასინგ კლუბი | არგენტინა | 1976–1978 | |
5 | ტოტენჰემ ჰოტსპური | ინგლისი | 1978–1983 | |
6 | ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსი | აშშ | 1983 | |
7 | დეპორტივო კალი | კოლუმბია | 1984–1985 | |
8 | დეფენსა ი ხუსტისია | არგენტინა | 1986–1989 |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1975–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[8] რომლის შემადგენლობაში 18 შეხვედრას ატარებს და ერთი ბურთი გააქვს.
არგენტინის ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1975 | 1 | 0 |
1976 | 3 | 0 |
1977 | 8 | 0 |
1978 | 6 | 1 |
ჯამში | 18 | 1 |
სანაკრებო მატჩები
რედაქტირებამსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებარიკარდო ვილამ მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[27][28][29]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 22 | ნახევარმცველი | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | ჩემპიონი |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ინგლისის ასოციაციის თასი: 1981
სანაკრებო
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, 1998.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Profile: Ricardo Villa // BBC World News
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
- ↑ Tottenham Hotspur Hall of Fame – double induction
- ↑ Há 35 anos, argentinos consagravam o Tottenham campeão da 100ª FA Cup
- ↑ 1981 FA Cup Final Replay Highlights
- ↑ Ricky Villa reveals all on his iconic FA Cup final
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- ↑ Bolivia 1–2 Argentina (20 June 1975)
- ↑ Argentina 2–0 Chile (13 October 1976)
- ↑ Peru 1–3 Argentina (28 October 1976)
- ↑ Argentina 1–0 Peru (10 November 1976)
- ↑ Argentina 5–1 Hungary (27 February 1977)
- ↑ Argentina 1–1 Iran (22 March 1977)
- ↑ Argentina 3–1 Poland (29 May 1977)
- ↑ Argentina 1–3 West Germany (05 June 1977)
- ↑ Argentina 0–0 France (26 June 1977)
- ↑ Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977)
- ↑ Argentina 2–0 East Germany (12 July 1977)
- ↑ Argentina 2–1 Paraguay (24 August 1977)
- ↑ Argentina 2–0 Romania (06 April 1978)
- ↑ Argentina 3–1 League of Ireland (20 April 1978)
- ↑ Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
- ↑ Argentina 3–0 Uruguay (03 May 1978)
- ↑ Argentina 2–0 Poland (14 June 1978)
- ↑ Argentina 0–0 Poland (18 June 1978)
- ↑ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1930–2006
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1978
- ↑ Ricardo Villa in the World Cups
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™