როკსტედი
როკსტედი — მუსიკის ჟანრი, რომელიც აღმოცენდა იამაიკაში დაახლოებით 1966 წელს. იგი სათავეს იღებს რეგის ერთ-ერთი მიმდინარეობა სკადან. როკსტედს ასრულებდნენ ისეთი იამაიკური ვოკალურ–ჰარმონიული ჯგუფები როგორიცაა: Gaylads, Maytals და Paragons. ტერმინი როკსტედი მოდის ალტონ ელისის სიმღერიდან "Rock Steady". როკსტედის სტილში შესრულებული პირველი საერთაშორისო ჰიტი, რომელიც გასცდა იამაიკის ფარგლებს, არის ამერიკელი მომღერლის ჯონი ნეშის სიმღერა — "Hold Me Tight" (1968).
